Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal
Border guards identify section where most attempts at illegal border crossings reported
Zelensky comments on UK detention of tanker from Russia’s shadow fleet
Zelensky agrees with Trump to discuss peace initiatives at G7 summit
Zelensky and Trump spoke by phone
ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აშშ-სთან მიღწეული შეთანხმება "პარასკევიდან შევა ძალაში"

კვარაცხელია ნაკრების ბომბარდირებში პირველია, ვინც ზედიზედ ოთხ მატჩში გაიტანა

20.11.2023 ნახვები: 962

ხვიჩა კვარაცხელიამ ვალიადოლიდში გამართულ ევრო 2024-ის შესარჩევი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ესპანეთის ნაკრების კარი აიღო და ორი მნიშვნელოვანი მოვლენის გმირი გახდა.

22 წლის თავდამსხმელი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ზედიზედ ოთხ შეხვედრაში გაიტანა. „ნაპოლის“ ქართველმა ვარსკვლავმა თავი გამოიჩინა ტაილანდთან (8:0), კვიპროსთან (4:0), შოტლანდიასთან (2:2) და ესპანეთთან (1:3) შეხვედრებში.

ხვიჩამ ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა – ტაილანდთან, კვიპროსთან და ესპანეთთან, შოტლანდიასთან კი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ხუთიდან სამი გოლი გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემით გაიტანა (კვიპროსთან, შოტლანდიასთან და ესპანეთთან) და ეს წყვილი ნაკრებში შეუცვლელ დუეტად ყალიბდება.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი – კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში უკე მე-15 გოლი გაიტანა და „ჯვაროსნების“ საუკეთესო ბომბარდირებში ერთი ადგილით დაწინაურდა. 15 გოლი აქვს გატანილი ალექსანდრე იაშვილსაც, მაგრამ მან ეს 67 შეხვედრაში მოახერხა, ხვიჩა კი ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტს 28 შეხვედრის შემდეგ გაუთანაბრდა.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირები

1. შოთა არველაძე 62 მატჩი, 26 გოლი

2. თემურ ქეცბაია 52 მატჩი, 17 გოლი

3-4. ხვიჩა კვარაცხელია 28 მატჩი, 15 გოლი

3-4. ალექსანდრე იაშვილი 67 მატჩი, 15 გოლი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა