უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media
Zelensky to meet Trump next week — media
Drones attack Wildberries warehouse in occupied Simferopol — social media
US Senate adds Iran to sanctions bill on Russia

ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

ნახვები: 577 ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

„დარწმუნებული ვარ, რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით საქართველოს წინსვლა მალე მოიტანს შედეგად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენს გაწევრიანებას," - განაცხადა დღეს, 20 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლ ღარიბაშვილმა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ.

ღარიბაშვილი აღნიშავს, რომ კოლომინასთან შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.

"ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ხავიერ კოლომინა პირიზთან. ვისაუბრეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს გაძლიერებული პარტნიორობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესახებ, რაც გლობალური უსაფრთხოების სფეროში მოკავშირეების მხარდაჭერას გულისხმობს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს წინსვლა რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით მალე მოიტანს შედეგად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენს გაწევრიანებას" - აღნიშნა ღარიბაშვილმა

ცნობისთვის: საქართველოს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა