War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky
Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა დააჩქაროს
ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

ანრი ოხანაშვილი - ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებებს აკეთებენ, ვერ იქნებიან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები

ნახვები: 771 ანრი ოხანაშვილი - ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებებს აკეთებენ, ვერ იქნებიან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები

ჩემთვის საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული და აბსურდული პოზიციები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ის ადამიანები, ვინც საქართველოსთვის მტრულ განცხადებებს აკეთებენ, სასურველი პირები ვერ იქნებიან.

„შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებებს აკეთებს, ეს ადამიანები ვერ იქნებიან ჩვენი მხრიდან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს აკეთებენ და ჩვენი ქვეყნის ინტერესები მათთვის არაფერს არ ნიშნავს. ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ამ კომენტარით უნდა შემოიფარგლოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა