ბენიამინ ნეთანიაჰუ - სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე
საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ დააფიქსიროს, რამდენად სურთ არალეგიტიმურ პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეობა

10.06.2021 ნახვები: 439

ოპოზიციამ დააფიქსიროს, რამდენად სურთ არალეგიტიმურ პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან, პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რასაც შარლ მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს.

მაჭარაშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის 5 კომიტეტის თავმჯდომარეობის გადაცემას გულისხმობს, ვადა საშემოდგომო სესიამდე აქვთ.

„არსებობს ვადებთან დაკავშირებული დათქმა - საშემოდგომო სესიამდეა ეს ვადა, თუმცა, ჩვენ ოპოზიციასთან გვექნება შესაბამისი კონსულტაციები, თუკი მათ ექნებათ რაიმე შემოთავაზებები, ეს ორმხრივიი საკითხია და საშემოდგომო სესიამდე ამის ვადა არსებობს. ოპოზიციის მხრიდან იქნება დასაფიქსირებელი პოზიცია, რამდენად ეთანხმებიან ამას - არალეგიტიმურ პარლამენტში რამდენად უნდათ კომიტეტის თავმჯდომარეობა. „ნაცმოძრაობის" ერთი ნაწილი ამბობს, რომ ის არის პარლამენტის წევრი და იმუშავებს პარლამენტში, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ის არის არალეგიტიმური პარლამენტის წევრი, მესამე ნაწილი ამბობს, რომ გარდამავალი პარლამენტის წევრია, მეოთხე ამბობს, რომ საერთოდ არ უნდოდა და მეგობარ კოლეგას შემოყვა პარლამენტში. ასე რომ, ჩამოყალიბდნენ და ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ დანარჩენი გადანაწილების საკითხი," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა