კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მცხეთა-მთიანეთი / Mtskheta-Mtianeti

ნახვები: 1376 მცხეთა-მთიანეთი / Mtskheta-Mtianeti

მცხეთა-მთიანეთის მხარე აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს და შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებს მოიცავს: ხევს, ერწო-თიანეთს, ფშავს, ხევსურეთს, მთიულეთს, გუდამაყარსა და ნაწილობრივ  ქსნისხევს. მცხეთა-მთიანეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, აღმოსავლეთით _ კახეთის რეგიონი, სამხრეთით _ ქვემო ქართლი, დასავლეთით კი _ შიდა ქართლი. მხარის ადმინისტრაციული ცენტრი გახლავთ ისტორიული ქალაქი მცხეთა. რეგიონის შემადგენლობაშია ადმინისტრაციული ერთეულები: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და სტეფანწმინდის (ყაზბეგი) მუნიციპალიტეტები. მცხეთა-მთიანეთი უძველესი ისტორიის მქონე ძალიან მრავალფეროვანი მხარეა, რომელიც მდიდარია კულტურული ძეგლებითა და ულამაზესი ბუნებით.

მცხეთის ტერიტორია, ჯერ კიდევ, ადრინდელი ბრინჯაოს ხანაში იყო დასახლებული. მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს  უძველესი კულტურის ნაშთები, ხევსურული ბანიანი სახლები, კოშკები, ტაძრები, ფარდაგები, ულამაზესი ორნამენტული სამოსი, მწვერვალები, კლდეები და ტბები. რეგიონის ტერიტორიაზეა საგურამოს, ფშავ-ხევსურეთისა და ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალები. მხარის მშვენებაა კავკასიონის მთავარი ქედი 3500 და 5000-მეტრიანი მწვერვალებითა და უღელტეხილებით.

მცხეთა-მთიანეთი მდიდარია სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლებითა და გასაოცარი ბუნებით. ხეობები, კამკამა ტბები, ჩანჩქერები, მინერალური წყლები, ვრცელი ველები და მწვერვალები უდიდეს სიამოვნებასა და თავგადასავლებს ჰპირდება მოგზაურობის, ექსტრემისა და ხეტიალის მოყვარულებს.

 

------

 

Mtskheta-Mtianeti is located in the eastern Georgia and includes the following historical-geographic provinces: Khevi, Ertso-Tianeti, Pshavi, Khevsureti, Mtiuleti, Gudamakari and partly Ksniskhevi.  It is bordered by Russian Federation to the north, to the east - the Kakheti region, to the south - Kvemo Kartli, Shida Kartli to the west. The administrative center of the region is Mtskheta. The following administrative units are included in the region: Akhalgori Municipality, Dusheti Municipality, Tianeti Municipality, Mtskheta Municipality, Stephantsminda (Kazbegi) Municipality.

Mtskheta-Mtianeti is a very diverse region with its ancient history, rich with cultural monuments and incredible nature. The territory of Mtskheta was inhabited in the Early Bronze Age. The remains of ancient culture, Khevsurian banyan houses, towers, temples, rugs, beautiful ornamental clothes, peaks, rocks and lakes leave an unforgettable impression on visitors.

Saguramo, Pshav-Khevsureti and Kazbegi national natural reserves are located in the region. The Caucasus Ridge with peaks and passes of 3500 m and 5000 m is the main beauty of the region. 

Mtskheta-Mtianeti is rich with cultural monuments of different periods and amazing nature. Gorges, pure lakes, waterfalls, mineral springs, vast fields and peaks are tremendous pleasure and adventure for travelers, adventurers and extremists.

ფოტო/photo : shutterstock

 

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა