Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ხვიჩა კვარაცხელია - მომავალს იმედით ვუყურებ, მე მიყვარს ნეაპოლი

ნახვები: 730 ხვიჩა კვარაცხელია - მომავალს იმედით ვუყურებ, მე მიყვარს ნეაპოლი

„ნაპოლიმ“ მესამე სკუდეტო მოიგო და ჩემპიონებს თასი „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ „სამპდორიასთან“ მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ გადაეცათ. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ჯილდოსა და განვლილ სეზონზე ისაუბრა, გუნდს კი მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, „ნაპოლის“ მთელ პერსონალს, მათ გარეშე ვერასოდეს მოვიპოვებდი სკუდეტოს და წლის MVP-ს ტიტულს. ეს ჯილდო მხოლოდ მე არ დავიმსახურე, თანაგუნდელების გარეშე ვერასოდეს მოვიგებდი, ისინი თავდაჯერებულობას მმატებდნენ, რომ უკეთ მეთამაშა.

სეზონის საუკეთესო ეპიზოდი? როდესაც ჩვენ მოვიგეთ „უდინეზესთან“ და სკუდეტო გავინაღდეთ, ეს წარმოუდგენელი სიხარული იყო. თანაც ჩემპიონები ნეაპოლში ჩემს პირველივე სეზონში გავხდით. ამ წარმატებას გულშემატკივრები 33 წელი ელოდნენ, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი შემდგომი წარმატებისკენ.

ვამაყობ იმ გულშემატკივრებით, რომლებიც საქართველოდან ჩემ გამო ჩამოდიან, მადლობას ვუხდი მათ, მაგრამ ისინი მხოლოდ ჩემ გამო არ მოდიან, არამედ „ნაპოლის“ საგულშემატკივროდ. მათ არა მარტო მე შემიყვარეს, არამედ შეუყვარდათ ნეაპოლიც. ეს ხალხია ჩემი მოტივაციაა. მთელ სეზონი ასეთ დიდ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებ.

მე ვარ ლიდერი? ვფიქრობ, რომ ამ გუნდში ბევრი ლიდერია, ოსიმენი, დი ლორენცო… ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო მოედანზე. არ ვიცი, ვარ თუ არა ლიდერი, მაგრამ ვიცი, რომ მომავალში ვეცდები, თამაში გავაუმჯობესო.

შეგვიძლია თუ არა გუნდის მომავალს ოპტიმიზმით შევხედოთ? რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვარ განწყობილი. რაც შემეხება პირადად მე, მიყვარს ნეაპოლი“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა