მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ნიკა მელია - გუნდის შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემი თხოვნით, ფორმალურად ჩვენი მეგობრები ამ ეტაპზე პარლამენტში რჩებიან

ნახვები: 487 ნიკა მელია - გუნდის შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემი თხოვნით, ფორმალურად ჩვენი მეგობრები ამ ეტაპზე პარლამენტში რჩებიან

მე, ნიკა მელია ვტოვებ პარლემენტს, საპარლამენტო მანდატს, მაგრამ ჩემი პრინციპული თხოვნით, მიუხედავად წინააღმდეგობისა გუნდის შიგნით, ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები ამ ეტაპზე პარლამენტში რჩებიან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში ერთვება და სწორედ ამ მიზეზით ტოვებს საპარლამენტო მანდატს.

„პირადად მე, მთლინად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე ელენესთან, მეგობრებთან, ქართველ ხალხთან ერთად გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუში მონაწილეობის მისაღებად.

ამავე დროს, ჩემი უმორჩილესი თხოვნით, პრინციპული პოზიციით, პრინციპული დამოკიდებულების გათვალისწინებით გუნდის შიგნით ვთხოვე ჩემს მეგობრებს, რომ ისინი ამ ეტაპზე დარჩნენ ტექნიკურად, ფორმალურად პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ბოლომდე მივაყვანინოთ „ქართულ ოცნებას". ამის შემდეგ რა თქმა უნდა, მოუწევთ ამ ყველაფრის გაკეთება და თუ ამაზეც ხელი აიღეს, საერთაშორისო საზოგადოება მეტად მკაფიოდ დაინახავს, რამხელა სივერაგესთან აქვთ საქმე.

რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი ლეგიტიმური პარლამენტი. მე, ნიკა მელია ვტოვებ პარლემენტს, საპარლამენტო მანდატს, მაგრამ ჩემი პრინციპული თხოვნით, მიუხედავად წინააღმდეგობისა გუნდის შიგნით, ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები ამ ეტაპზე პარლამენტში რჩებიან", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა