მარკო რუბიო - პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია
დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს
Senator Graham: War could end before Christmas if Trump, Zelensky, and Putin meet
Zelensky and Trump planning to meet in Washington on August 18
Trump says he 'largely' agreed with Putin on 'land swaps'
Trump handed Putin letter from his wife about abducted Ukrainian children – Reuters
Putin after meeting with Trump: Ukraine's security must be guaranteed
ამერიკელი სენატორი - თუ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ ეს ომი შობამდე დასრულდება

გურია/ Guria

12.10.2020 ნახვები: 919

გურია დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის პირას მდებარეობს, რომელსაც ჩრდილოეთიდან სამეგრელო-ზემო სვანეთი ესაზღვრება და მისგან გამოყოფილია მდინარე ფიჩორით, სამხრეთით კი _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომლისგანაც მესხეთის ქედითაა გამოყოფილი. გურიას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იმერეთი ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კი _ სამცხე-ჯავახეთი.

გამორჩეულია გურული ფოლკლორი. გურული „კრიმანჭული" ქართული პოლიფონიის მწვერვალად მიიჩნევა. ძველი გურული ცეკვებიდან ცნობილია: „ფარცაკუკუ", „კალმახობა", „ფოთლით ცეკვა" და სხვ. „ფარცაკუკუ" ომში გამარჯვებული მხედრების მასობრივი ცეკვაა და ქალებთან ერთად სრულდება. გურიაში სამსართულიანი „ფარცაკუკუ" სცოდნიათ.
საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად გურიაც სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა.
რეგიონი წყალუხვია. მისი ძირითადი მდინარეებია სუფსა და ნატანები. მხარეში ბევრი მცირე ტბაა, მათ შორის, შედარებით მოზრდილებია იმნათის ტბა და ჯაპანის ტბა. გურია მდიდარია მინერალური წყლებითაც, რომელთაგან ყველაზე ცნობილია „ნაბეღლავი".
გურია, ბუნებრივი პირობების მიხედვით, ბარისა და მთის ნაწილად იყოფა.
გურიაში ულამაზეს ბუნებასა და საინტერესო კულტურულ ძეგლებს იხილავთ.

-----

Guria is located in western Georgia, on the Black Sea coast. In the north, it borders with Samegrelo-Zemo Svaneti region, being separated from it by Pichori River and in the south - with Autonomous Republic of Adjara, being separated from it by Meskheti Range.
Gurian folklore is very special. Gurian "Krimanchuli" is the highest level of Georgian polyphony. The famous oldest Gurian falk dances are: "Partsakuku", "Kalmakhoba" "Dance with leaves" etc. "Partsakuku" is the dance of victorious warriors and it should be danced with women. They used to perform three-tiered "Partsakuku" in Guria.
Guria is a very hospitable region like other parts in Georgia.
The region is rich with water. Its main rivers are Sufsa and the Natanebi. There are many small lakes here. The biggest are Imnati and Japana lakes. Guria is rich with mineral waters, the most famous of which is Nabeghlavi.
Based on natural conditions, Guria is divided into mountainous and lowland parts.
You can find beautiful nature and interesting cultural monuments in Guria region.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა