ნიკოლ ფაშინიანი - იესო ქრისტეს სახლი ანტიქრისტიანულ, დოგმატურ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ჯგუფს აქვს მიტაცებული და ის უნდა გათავისუფლდეს
დონალდ ტრამპი - უკრაინას მეტ იარაღს გავუგზავნით
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
პროკურატურამ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ბრალდება წარუდგინა
მიხეილ სააკაშვილი - რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა
მოწმე დაკავებული 11 პირის პროცესზე - ბრალდებულებს არ ვიცნობ, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რომ მათი ნასროლი პიროტექნიკისგან დავზიანდი
სალომე ზურაბიშვილი : სახელმწიფო დანგრეულია!
თინა ბოკუჩავა - თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია ყველა „ქოცისთვის“ გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის 19,8 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მოახდინეს

20.05.2022 ნახვები: 517

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების განცხადებით, უკრაინისთვის 19,8 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მოახდინეს და გასცეს პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მეტ ფინანსურ დახმარებას გაიღებენ, – ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

„2022 წელს ჩვენ მოვახდინეთ 19,8 მილიარდი აშშ დოლარის მხარდაჭერის მობილიზება, მათ შორისაა 9,5 მილიარდი აშშ დოლარის ვალდებულებები, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაფაროს თავისი ფინანსური ხარვეზი და გააგრძელოს უკრაინელი ხალხისთვის ძირითადი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია G7-ის კომუნიკეში.

„გარდა ამისა, ჩვენ მივესალმებით „დიდი შვიდეულისა“ და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიმდინარე მუშაობას უკრაინის შემდგომი მნიშვნელოვანი დაფინანსების თაობაზე, განსაკუთრებით ევროპული კომისიის წინადადების ჩათვლით, 9 მილიარდ ევრომდე დამატებითი მაკროფინანსური დახმარების შესახებ. უკრაინის სახელმწიფო საწარმოებისა და კერძო სექტორის დამატებითი გეგმური მხარდაჭერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ასე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მეშვეობით 3,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას მთელი ომის განმავლობაში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში გავაკეთოთ მეტი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა