ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
პროკურატურამ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ბრალდება წარუდგინა
მიხეილ სააკაშვილი - რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა
მოწმე დაკავებული 11 პირის პროცესზე - ბრალდებულებს არ ვიცნობ, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რომ მათი ნასროლი პიროტექნიკისგან დავზიანდი
სალომე ზურაბიშვილი : სახელმწიფო დანგრეულია!
თინა ბოკუჩავა - თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია ყველა „ქოცისთვის“ გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს
მიხეილ სარჯველაძე - წერილი თორნიკე რიჟვაძის ტანსაცმელში აღმოაჩინეს
რობინ დანიგანი - „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი

მოწმე დაკავებული 11 პირის პროცესზე - ბრალდებულებს არ ვიცნობ, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რომ მათი ნასროლი პიროტექნიკისგან დავზიანდი

07.07.2025 ნახვები: 226

ბრალდებულებს არ ვიცნობ, არც ერთის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნდა, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რომ მათი ნასროლი პიროტექნიკისგან დავზიანდი,- ამის შესახებ გდდ-ს თანამშრომელმა ნუგზარ მირიანაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო სხდომაზე, გამოკითხვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა კონკრეტულად ვისგან მიიღო დაზიანება არ დაუნახავს, რადგან იმ პერიოდში ტერიტორიაზე სიბნელე იყო.

„ბრალდებულებს არ ვიცნობ, არც ერთის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნდა, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რომ მათი ნასროლი პიროტექნიკისგან დავზიანდი. თუ გამოვლინდა, რომ ძალადობრივ ქმედებაში მიიღეს მონაწილეობა, უნდა დაისაჯონ, რა თქმა უნდა. ვერავის ვერ დავინახავდი, იყო სიბნელე, იყო ლაზერების მონათება, სახის არეში გვანათებდნენ მომიტინგეები, მეორე ის იყო, რომ ჩვენ გვიკეთია აირწინაღი, მხედველობის არე შეზღუდულია, ნაკლები განათება იყო და ყოველი ფოიერვერკის აფეთქების შემდეგ რთული იყო გარჩევა ყველასი“,- განაცხადა მოწმემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა