გოჩა მირცხულავა: რიჟვაძეს კი არა, ღარიბაშვილსა და კალაძეს ერთდროულად ესროლეს ეს ტყვია
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
პროკურატურა - ე.წ. „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა დაჯგუფების „ლიდერისთვის“
რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
ალბი კორძაიას პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
ლევან რატიანი - თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
Russia launches 120 strikes on Sumy region in past 24 hours, killing four
War update: 188 combat engagements on frontline over past day

ნიკოლ ფაშინიანი - იესო ქრისტეს სახლი ანტიქრისტიანულ, დოგმატურ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ჯგუფს აქვს მიტაცებული და ის უნდა გათავისუფლდეს

08.07.2025 ნახვები: 254

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში ეკლესია „ანტიქრისტიანულმა, ანტიეროვნულმა და ანტისახელმწიფოებრივმა“ დაჯგუფებამ მიიტაცა.

მისი თქმით, აპირებს, პირადად უხელმძღვანელოს სომხური სამოციქულო ეკლესიის გათავისუფლებას.

„ამ პერიოდში არსებული ყველა დავის მიღმა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინდა: კტრიჩ ნერსისიანს (სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ს საერო სახელი) ვაზგენ გალსტიანს, გევორგ აჯაფახიანს და ზოგიერთ სხვას იესო ქრისტესთან და მის სწავლებებთან არანაირი კავშირი ან კონტაქტი არ გააჩნიათ. იესო ქრისტეს სახლი ანტიქრისტიანულ, დოგმატურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფს აქვს მიტაცებული და ის უნდა გათავისუფლდეს. ამ გათავისუფლებას მე ვუხელმძღვანელებ“, - წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სომხეთის საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება რამდენიმე კვირაა გრძელდება. ამ პერიოდში ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც ის საპატრიარქოსა და სასულიერო პირებს აკრიტიკებს. სომეხმა სამართალდამცავებმა ტერორისტული აქტების მომზადებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი და სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა