ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
პროკურატურამ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ბრალდება წარუდგინა
მიხეილ სააკაშვილი - რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა
მოწმე დაკავებული 11 პირის პროცესზე - ბრალდებულებს არ ვიცნობ, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რომ მათი ნასროლი პიროტექნიკისგან დავზიანდი
სალომე ზურაბიშვილი : სახელმწიფო დანგრეულია!
თინა ბოკუჩავა - თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია ყველა „ქოცისთვის“ გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს
მიხეილ სარჯველაძე - წერილი თორნიკე რიჟვაძის ტანსაცმელში აღმოაჩინეს
რობინ დანიგანი - „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი

მიხეილ სააკაშვილი - რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა

07.07.2025 ნახვები: 315

თორნიკე რიჟვაძის მიმართ ვერანაირ თანაგრძნობას ვერ ვგრძნობ - რაღაც მკარნახობს, რომ რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „რიჟვაძის მსგავსმა მანქურთებმა გადაჭამეს ქვეყანა“.

„შევარდნაძის დროს ხელისუფლება თვალს ხუჭავდა კრიმინალზე და ხშირად ხელს უწყობდა მას.

ჩემ დროს კრიმინალი მთლიანად ამოვძირკვეთ, ახლა კი კრიმინალი პირდაპირ ხელისუფლებაშია მოსული.

რაც შეეხება რიჟვაძეს, მის მიმართ ვერანაირ თანაგრძნობას ვერ ვგრძნობ. თავის დროზე ახალი ბათუმი და აჭარა ავაშენეთ იმის ხარჯზე, რომ ფულს ხალხს ვახმარდით და რიჟვაძემ კი აჭარლებს მოჰპარა 200 მილიონი დოლარი (სწორედ ამდენის მიტანას ითხოვს ივანიშვილი). რიჟვაძის მსგავსმა მანქურთებმა გადაჭამეს ქვეყანა, მაშინ როცა არც მე და არც ლევან ვარშალომიძეს არცერთი ბიზნესი არ გვაქვს.

რაც შეეხება ფაქტებს, რაღაც მკარნახობს, რომ რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა.

თითოეული ქართველის თავზე წამოსკუპებული მაფია არა მხოლოდ ძარცვავს და იჭერს, არამედ სულ უფრო ხშირად კლავს.

ასე გაგრძელდება მანამ სანამ ხელს არ შევუბრუნებთ“,- წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა