საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
კალიფორნიაში ჩამოვარდნილი აშშ-ის საჰაერო ძალების ბომბდამშენის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების B-52 Stratofortress-ის ტიპის ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
ბომბდამშენი კალიფორნიის შტატში, ედვარდსის საჰაერო ბაზასთან ახლოს, აფრენისთანავე ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, ბომბდამშენი რადარის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში სატესტო გაფრენას ასრულებდა.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამხედრო-საჰაერო ძალებმა გამოძიება დაიწყეს. მათი ცნობით, პირველადი შედეგები დაახლოებით 30 დღეში გახდება ცნობილი.
B-52 Stratofortress-ის ტიპის ბომბდამშენი აშშ-ის არმიაში 1950-იანი წლებიდან გამოიყენება. ის შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენია.
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ