პროკურორი - ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ლევან ჯანგველაძის მეგობრების ჩვენებები დევს
რომან გოცირიძე - უკრაინაში ომი გაგრძელდება მანამ, ვიდრე რუსეთს წინსვლა აქვს ომის ველზე
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ლევან ხაბეიშვილი - თუ მიპირებთ ჩამოხრჩობას, ვიცოდე მაინც!
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, კობა გაბუნიას ადვოკატი - ბრალდებამ მიიჩნია, რომ აღარაა საჭირო პატიმრობაში იყოს და აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა
დასავლეთ საქართველოში დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს
ზურაბ ჯაფარიძე - ისევ ბიძინაა ჩასახსნელი ძალაუფლებიდან, შეეშვით ილუზიებს!
ანი ნადარეიშვილი - ბაჩოს ციხეში შეუზღუდეს ყველა უფლება, მათ შორის სატელეფონო ზარი, წერილები, პაემანი

დასავლეთ საქართველოში დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს

30.12.2025 ნახვები: 214

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა, სტიქიის გამო დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი აღადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმში არსებული 265 000 ათასი აბონენტიდან, ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 40 ათასამდე აბონენტს, სამეგრელოში არსებული 142 000 ათასი აბონენტიდან კი 20 000 მდე აბონენტს

„საერთო ჯამში, სტიქიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სს,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტის დაახლოებით 5 %-ს

საგანგებო რეჟიმში მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გართულებული გადაადგილების მიუხედავად, კომპანიის ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ოპერატიული ტექნიკური ბრიგადები გადანაწილებულები არიან დაზიანებების ადგილებზე, სადაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში

აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა