ახალი წლის დღეებში საქართველოში ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება
Russian army loses another 1,220 soldiers and one multiple launch rocket system in war against Ukraine
Military show destruction of Russian convoy in Donetsk region during formation
Georgia sends nine generators to Ukraine
Ukraine will continue clearing Kupiansk of enemy forces in 2026 – Syrskyi
Trump responds to Russian claims of 'strike on Putin's residence'
Zelensky, Stubb discuss outcome of meetings with Trump
მიხეილ სააკაშვილი - მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, "ქილერად" გამოაცხადეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად

30.12.2025 ნახვები: 212

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას არ შეუძლია, უარი თქვას თავის ტერიტორიებზე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, რადგან „ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საზოგადოების პოზიციასა და რეალურ სიტუაციას“.

Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთული ნაწილია მოლაპარაკებებში და რჩება ერთადერთ პუნქტად, სადაც უკრაინისა და რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდება.

„ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ გავიდეთ ჩვენი ტერიტორიებიდან. ეს ჩვენს კანონს ცდება. საქმე მხოლოდ კანონში არ არის – იქ ადამიანები ცხოვრობენ, იქ ჩვენი არმიაა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა დაახლოებით 90%-ით არის შეთანხმებული. გადაუწყვეტელი რჩება მხოლოდ ორი პუნქტი, რომელთაგან მთავარი სწორედ ტერიტორიული საკითხია.

„როდესაც 90%-ზე ვთქვი, ეს სიმართლეა. არის მხოლოდ ერთი მთავარი საკითხი, სადაც ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს – ეს არის ტერიტორიები. ეს უთანხმოება არ არის ამერიკელებთან, არამედ – რუსებთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეერთებულ შტატებს ესმის მხარეების პოზიციები და ცდილობს, იპოვოს კომპრომისული გადაწყვეტილებები.

ტერიტორიულ საკითხზე რეფერენდუმის შესაძლებლობაზე საუბრისას,  ზელენსკიმ განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი არ მოიტანს დადებით შედეგს.

„ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ტერიტორიების დათმობაზე რეფერენდუმი უკრაინისთვის დადებით შედეგს არ მოიტანს“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილეს უსაფრთხოების გარანტიების ვარიანტები. მისი თქმით, ეს შეიძლება, იყოს ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის სისტემის მსგავსი, თუმცა არ ითვალისწინებს უკრაინის სრულუფლებიან წევრობას ალიანსში.

უკრაინის  პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას ვლადიმერ პუტინის სიტყვებთან დაკავშირებით, რომ მას „უკრაინის წარმატებას სურს“. ზელენსკის თქმით, ამით პუტინი ცდილობს, თავიდან აიცილოს ამერიკული სანქციები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა