ზურაბ ჯაფარიძე - ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ
Zelensky on European Council decision: Ukraine has received financial security guarantee for coming years
Russia loses 1,220 soldiers in Ukraine war over past day
Trump signs into law defense budget act providing $400M for Ukraine
Trump urges Ukraine to 'move quickly' for peace, warns Russians may 'change their mind'
EU approves EUR 90B in aid for Ukraine – Costa
Another 20 Belarusian political prisoners released by Lukashenko arrive in Lithuania
Government redistributes UAH 142.3M for reconstruction in Chernihiv and Sumy regions

აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართველ მოსამართლეს გოჩა ლორთქიფანიძეს სანქციები დაუწესა

19.12.2025 ნახვები: 207

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ქართველ მოსამართლეს, გოჩა ლორდქიფანიძეს სანქციები დაუწესა.

შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს.

ლორთქიფანიძის გარდა, ასევე, დასანქცირდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მონღოლი მოსამართლე, ერდენებალსურენ დამდინი.

"ეს პირები პირდაპირ არიან ჩართულნი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მცდელობებში გამოიძიონ, დააპატიმრონ, დააკავონ ან გაასამართლონ ისრაელის მოქალაქეები, ისრაელის თანხმობის გარეშე...

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო აგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ პოლიტიზებულ ქმედებებს, რაც სახიფათო პრეცედენტს ქმნის ყველა ქვეყნისთვის...

სასამართლოსადმი ჩვენი მესიჯი ცხადია: შეერთებული შტატები და ისრაელი არ არიან რომის სტატუტის ხელმომწერები და, შესაბამისად, უარყოფენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციას", - განაცხადა რუბიომ.

გოჩა ლორთქიფანიძე 2020-2021 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა