ზურაბ ჯაფარიძე - ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ
Zelensky on European Council decision: Ukraine has received financial security guarantee for coming years
Russia loses 1,220 soldiers in Ukraine war over past day
Trump signs into law defense budget act providing $400M for Ukraine
Trump urges Ukraine to 'move quickly' for peace, warns Russians may 'change their mind'
EU approves EUR 90B in aid for Ukraine – Costa
Another 20 Belarusian political prisoners released by Lukashenko arrive in Lithuania
Government redistributes UAH 142.3M for reconstruction in Chernihiv and Sumy regions

ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვა

19.12.2025 ნახვები: 199

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯაფარიძის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

„რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ სადღაც 10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად გასასვლელად და ისე მოხდა, რომ დილის 08:00 საათზე მაისურით გამომაგდეს გარეთ, სადაც ცოცხალი არსება არ იყო. ტაქსით იყო ერთი ადამიანი გაჩერებული და იმან გამათბო ცოტა ხანი, იმის მობილურით დავუკავშირდი მეუღლეს და მერე ჩემი მეგობარი მოვიდა. უცნაური განცდა მაქვს ახლა“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია "მთავართან" საუბარში.

„ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია! პენიტენციურმა სამსახურმა გაფრთხილებულ დროზე ადრე გამოუშვა და მან რუსთავის ციხე უკვე დატოვა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა