Communal Hotels - თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია
War update: 278 combat engagements on frontline over past day, 82 assaults repelled near Pokrovsk
Ukraine’s National Police expose nearly 500 human trafficking cases during war
Ukrainian border guards wipe out Russian MLRS and APC in Toretsk sector
U.S. and Europe plan major boost to Ukraine’s military under new security guarantees – NYT
Attack on Ukrainians on tram in Poznan: Sybiha orders clarification of incident
ლევან ხაბეიშვილს არასრულწლოვანი შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ
UDCG meeting outcome: Ukraine to receive defense assistance from 15 countries

დონალდ ტრამპმა დამატებით შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

17.12.2025 ნახვები: 207

დონალდ ტრამპმა დამატებით შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა აკრძალული აქვთ.

გადაწყვეტილების თანახმად, სრული აკრძალვა ბურკინა-ფასოს, მალის, ნიგერის, სამხრეთ სუდანის, სირიის, ლაოსისა და სიერა ლეონეს მოქალაქეებზე გავრცელდება. ასევე, აკრძალვა შეეხება პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელ პირებს.

თეთრმა სახლმა სირიისთვის აკრძალვის დაწესების მიზეზად სირიის მოქალაქეების მიერ აშშ-ში ვიზით გათვალისწინებული ვადების გადაცილება დაასახელა.

„სირია სამოქალაქო არეულობისა და შიდა დაპირისპირების ხანგრძლივი პერიოდიდან გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარების მიზნით მუშაობს, სირიაში ჯერ კიდევ არ მოქმედებს პასპორტების გაცემის ადეკვატური ცენტრალური ორგანო და შესაბამისი შემოწმების პროცესი“, - განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციამ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ივნისში აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სრული აკრძალვა ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებზე გავრცელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა