ირაკლი კუპრაძე - "ქართული ოცნების" ლიდერები იყენებენ, რომ ვიღაცამ უარი თქვა კანდიდატობაზე და გვერდით გაიწია, რატომ ხდება ეს?
მაიკ უოლცი - აშშ და მოკავშირეები ნატო-ს ყოველ სანტიმეტრს დაიცავენ
მარგუს ცაჰკნამ წაიკითხა ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ერთობლივი განცხადება, რომელიც გმობს რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსიასთან დაკავშირებით ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს ნათლად განვუცხადე, რომ ეს არ უნდა გააკეთონ
ირაკლი კუპრაძე - თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეოკამერებს - აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს
ირაკლი ნადირაძე - ჩვენს გვერდით არიან მაგარი, ვაჟკაცი, პატრიოტი ბიჭები და ყველა ერთად აუცილებლად მშვიდობიანად დავამარცხებთ რუს ოლიგარქ ივანიშვილს
ვოლოდიმირ ზელენსკი - საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები
ირაკლი კუპრაძე - ვიძლევი პირობას, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები

22.09.2025 ნახვები: 216

გაერო-ს გენერალური ასამბლეა მუშაობას იწყებს, ლიდერები ნიუ-იორკში იკრიბებიან და ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის ყოველწლიური დიპლომატიური ღონისძიების პარალელურად მკვლელობებს სჩადის, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისი ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები და ნანგრევებიდან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

„მართვადი საჰაერო დაბომბვები სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ჩვეულებრივ სახლებს დაუმიზნეს, დაზიანებულია თხუთმეტი საცხოვრებელი კორპუსი და ათი კერძო სახლი. ამ დროისთვის დადასტურებულია სამი ადამიანის დაღუპვა“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი ინფორმაციით, დრონებით თავდასხმები განხორციელდა დონეცკის, დნეპრის, სუმის, კიევის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებშიც. რუსებმა, საერთო ჯამში, 140-ზე მეტი დრონი გაუშვეს, მათ შორის Shahed-ები.

„გაერო-ს გენერალური ასამბლეა მუშაობას იწყებს, ლიდერები ნიუ-იორკში იკრიბებიან და ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის ყოველწლიური დიპლომატიური ღონისძიების პარალელურად მკვლელობებს სჩადის. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ეს დიპლომატიური კვირა პროდუქტიული იყოს. უნდა იქნას მიღებული ზომები იმისთვის, რომ მკვლელობები და ომი რუტინად არ იქცეს. საჭიროა რეალური, ძლიერი ზეწოლა რუსეთზე; ახალი ერთობლივი ნაბიჯები მსოფლიოში ყველასგან, ვინც თვლის, რომ საერთაშორისო სამართალმა კვლავ უნდა იმოქმედოს - ევროპისგან, შეერთებული შტატებისგან, „დიდი შვიდეულისა“ და „დიდი ოცეულის“ ქვეყნებისგან - ყველასგან, ვისაც რეალური გავლენა აქვს რუსეთზე. მკაცრი სანქციები, ძლიერი პოლიტიკური ზეწოლა და რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის პასუხისმგებლობა - ეს ყველაფერი საჭიროა. ეს ყველაფერი მოხდება“, - აცხადებს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა