ირაკლი კუპრაძე - ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის
მამუკა ხაზარაძე ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის განცხადებაზე - რიტორიკა შეატრიალონ, რადგან ისინი პუტინის რუსეთის მსტოვრები არიან საქართველოში
ფილიპ კლოზი: “მინდა გამოვუცხადო ჩემი სრული მხარდაჭერა თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს”
ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე სოფლებში - ხემაღალსა და ღვერკში იმყოფებოდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი- უკრაინული არმია დონეცკის მიმართულებაზე წარმატებულ კონტრშეტევას აწარმოებს
ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე
თაზო დათუნაშვილი: ირაკლი კუპრაძეს ექნება პირისპირ შეხვედრა ბრიუსელის მერთან და საუბარი შეეხება ქალაქებს შორის მომავალ თანამშრომლობას

მამუკა ხაზარაძე ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის განცხადებაზე - რიტორიკა შეატრიალონ, რადგან ისინი პუტინის რუსეთის მსტოვრები არიან საქართველოში

18.09.2025 ნახვები: 228

ბრიუსელში ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც ამ არაჩვეულებრივ ქალაქშია, გადმოვიტანოთ თბილისში , - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიუსელის მერთან, ფილიპ კლოზისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ფილიპ კლოზიმ ირაკლი კუპრაძის თბილისის მერობის კანდიდატურას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ბრიუსელის მერთან. ეს ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც ამ არაჩვეულებრივ ქალაქშია, გადმოვიტანოთ თბილისში - ეს ეხება ისტორიული ცენტრის აღდგენას, ეხება სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას, ეხება სკოლებისა და საავადმყოფოების ძალიან დიდ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ბრიუსელის მერია მართავს, იმ სოციალური პროგრამების, რომელიც ქალაქში არის დაგროვილი.

მე ვფიქრობ, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპული ტიპის თბილისის აღმშენებლობასა და მშენებლობაზე, სწორედ ასეთი ტიპის ქალაქის გამოცდილება უნდა იქნეს გამოყენებული. შევთანხმდით, რომ ბრიუსელის მერიის სამსახურები მჭიდრო კავშირში იქნებიან ჩვენს პარტიასთან და თბილისის მომავალ მუნიციპალიტეტთან და ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი იმისა, რომ თბილისი იქნება ერთ-ერთი გამრღვევი და თბილისი იქნება ერთ-ერთი იმის მაგალითი, თუ როგორი ტიპის ევროპული ქალაქი უნდა ავაშენოთ ჩვენ.

ბრიუსელის მერმა პირდაპირი მხარდაჭერა გამოთქვა ირაკლი კუპრაძის კანდიდატურის მიმართ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ქალაქის მერიასთან და მე ვფიქრობ, რომ ახლა კონცენტრირება არის ამ საკითხზე, ვინაიდან არჩევნებია და ეს საკითხი იქნება ახლა დღის წესრიგში”, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ოპოზიციონერი ლიდერი მათი ვიზიტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის შეფასებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ თავიანთი რიტორიკა უნდა შეატრიალონ, რადგან ისინი საქართველოში “პუტინის პირდაპირი მსტოვრები არიან”.

„მინდა ვთქვა, რომ უკვე სამარცხვინოა ეს ე.წ. ხელისუფლება და მთავრობა, კობახიძე იქნება თუ დედაქალაქის ახლანდელი მერი, კალაძე და მათი რიტორიკა. მიმაჩნია, რომ პასუხის გაცემაც კი არ არის საჭირო, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა, რომ დავალებას ქართველი ერის, ქართველი ხალხის არჩევანის, მათი თავისუფლების, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ - რუსულ დავალებას ასრულებს “რუსული ოცნება” საქართველოში, მათი ე.წ. კრიმინალური გაერთიანება, რომელიც საქართველოში ათეთრებს 700 მილიონ დოლარს და, პრაქტიკულად, მთელმა საქართველომ დაინახა, რომ პირდაპირ გადაჯაჭვული არიან კრიმინალურ სამყაროსთან. ქართველი ხალხი ამას ბოლოს მოუღებს. ეს რიტორიკა შეატრიალონ იმიტომ, რომ ისინი პირდაპირი მსტოვრები არიან პუტინის რუსეთის საქართველოში. ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს და ძალიან საკადრის პასუხს გასცემს”, - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომ " არჩევნებამდე ორი კვირაა დარჩენილი, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელში, ზოგი ბერლინში" და შემდეგ, როცა "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ისინი "უცხოურ ინტერესებს ატარებენ, უკვირთ". ასევე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრების ბრიუსელში გამგზავრებასთან დაკავშირებულ კომენტარში თქვა, რომ არ იცის მათი მიზნები, მაგრამ "საქართველოს სასიკეთოდ რომ არ მიდიან, ეს ცხადია".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა