ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზე უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
დაკავებულია ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი
IPN - ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს
რუსთავში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
„TV პირველის“ ინფორმაციით, 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირი კომპანია „ფინის“ მფლობელი კახა კოტორაშვილია
თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ფრიდრიხ მერცი - ომის დასრულება უკრაინის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე დაუშვებელია

ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზე უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა

17.09.2025 ნახვები: 180

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზე უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა. ამის შესახებ ადვოკატმა, ირაკლი ბენიამ მედიასთან განაცხადა.

როგორც უფლებადამცველი განმარტავს, პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი 15:30 საათზე არის ჩანიშნული და ის ვალდებულია, სხდომაზე გამოცხადდეს.

„საქმე დამეწერა დღეს, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ. მე, რა თქმა უნდა, გადავწყვიტე დაკავებულთან შეხვედრა, მოვედი დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა ქალბატონმა ელენემ უარი განაცხადა სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ადვოკატზე. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. საქმის მასალები გადმომეცა, თუმცა მასთან სხვა კომუნიკაცია არ მქონია. პროცესი არის დანიშნული 15:30 საათზე და მე ვალდებული ვარ, გამოვცხადდე,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა