თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ფრიდრიხ მერცი - ომის დასრულება უკრაინის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე დაუშვებელია
თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ტრანსპორტის მძღოლებს შეხვდა
War update: 183 clashes on frontline over past day, Pokrovsk sector sees heaviest assaults
General Staff reports 1,020 Russian troops lost over past day
EU 19th sanctions package to target Russia’s crypto, banks, energy, von der Leyen says
Trump administration approves first arms aid packages for Ukraine – Reuters
KIIS poll: 75% of Ukrainians reject Russia's 'peace plan'

თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ტრანსპორტის მძღოლებს შეხვდა

17.09.2025 ნახვები: 211

საქალაქთაშორისო მარშუტებზე დასაქმებული ადამიანების მთავრი პრობლემა ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც 1 იანვრიდან კერძო სამარშრუტო ტაქსებით, რომელიც 2013 წლამდეა გამოშვეული, მუშაობა აეკრძალებათ. ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთავევაში კი ასობით მძღოლი შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს. მიუხედავად იმისა რომ ტრანსპორტის მძღოლებს ჯერ ოფიციალური წერილი არ მისვლია, შიში აქვთ რომ ქართული ოცნების მთავრობა, მათ ოჯახებს შემოსავლის გარეშე ტოვებს.

თბილისის მერობის კანდიდატმა დღეს მძროლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ არსებობს საფრთხე ოქნების მთავრობასთან დაახლოებულმა პირებმა საქალაქტაშორისო ტრანსპორტის მონოპოლიზაცია მოახდინონ.

„ჩემი მომდევნო დღეების მიზანია გავარკვიოთ ვინ აპირებს ამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვას, შესთავაზებენ თუ არა აქ არსებულ მძღოლებს დასაქმებას, ან შესაძლებლობას რომ შეიძინონ ავტობუსები, რომელსაც ითხოვს კონკრეტული სამსახური და გააგრძელონ მუშაობა, აქ მყოფმა ასობით მძღოლმა, შეინარჩუნონ სამსახური და მათი ოჯახები არ დარჩნენ ელემენტარული შემოსავლის გარეშე. მათი შიში დაყრდნობილია იმ გადაწყვეტილებაზე რომელიც ხელისუფლებამ მიიღო ან უნდა მიიღოს, ამის შესახებ კი მათ არაფერს ეუბნებიან. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის რომ ახალი სტრუქტურა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, არ მოარგოს ქართულმა ოცნებამ თავის საახლობლოს, ტენდერებით და ჩაწყობებით, რაც ასობით მძღოლს დატოვებს უმუშევარს“. აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა