War update: 183 clashes on frontline over past day, Pokrovsk sector sees heaviest assaults
General Staff reports 1,020 Russian troops lost over past day
EU 19th sanctions package to target Russia’s crypto, banks, energy, von der Leyen says
Trump administration approves first arms aid packages for Ukraine – Reuters
KIIS poll: 75% of Ukrainians reject Russia's 'peace plan'
Ukraine debunks Russian fake about use of civilians as “human shields” in Dnipropetrovsk region
Trump says Modi thanked him for efforts to end war in Ukraine
Defense forces destroy over 29,000 Russian vehicles since start of year - CinC Syrskyi

Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის პირველი იარაღით დახმარების პაკეტი დაამტკიცა

17.09.2025 ნახვები: 212

მოკავშირეებთან ახალი ფინანსური შეთანხმების ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის პირველი იარაღით დახმარების პაკეტები დამტკიცდა და შესაძლოა მალე გაიგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი სიტუაციის შესახებ ინფორმირებულ, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ ეს არის აშშ-ისა და მოკავშირეების მიერ შემუშავებული ახალი მექანიზმის პირველი გამოყენება, რომელიც აშშ-ის მარაგებიდან, უკრაინის იარაღით მომარაგებას NATO-ს ქვეყნების სახსრების გამოყენებით უზრუნველყოფს.

წყაროების ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ  ახალი მექანიზმის ფარგლებში, დაამტკიცა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ორი მიწოდება, რომელსაც უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია ეწოდება და რომელიც ცნობილია აბრევიატურით - PURL.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ განახლებული ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა, რომლის მიზანია კიევის 10 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღით გაძლიერება, მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა იმედგაცრუება მოსკოვის მიერ მეზობელზე მიმდინარე თავდასხმების გამო, მიუხედავად კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით დასრულების მცდელობისა.

გამოცემის მიხედვით, წყაროებმა უარი განაცხადეს აღჭურვილობის ზუსტი ჩამონათვალის გასაჯაროებაზე, თუმცა განაცხადეს, რომ ეს მოიცავდა საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება რუსული დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების უზარმაზარი ზრდის გათვალისწინებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა