ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონებზე დაიხარჯება
თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის, „აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები
ირანი გემებისთვის ჰორმუზის სრუტის ომანის მხარის თავისუფლად გადაადგილების ნებართვის გაცემის საკითხს განიხილავს
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეიძინა
Partners must provide $60B in defense aid to Ukraine this year – Rutte

ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეს - მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, პოლიტიკური განცხადების გამო დააკავონ

13.09.2025 ნახვები: 469

მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, პოლიტიკური განცხადების გამო დააკავონ და იმიტომ, რომ არ „გევასებით" და უარყოფითი რაღაცები მაქვს, ციხეში გამიშვით, - ამ სიტყვებით "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილს მიმართა.

მან მოსამართლეს საქმის აცილებისკენ მოუწოდა.

„თქვენ შეფასება გაგიკეთებიათ, მე ამ ნაჯღაბნით არ დავინტერესებულვარ",- განაცხადა ხაბეიშვილმა, რა დროსაც მას მოსამართლემ სიტყვა გააწყვეტინა, შენიშვნა მისცა და უთხრა, კორექტულად ესაუბრა.

„მე ასე ვიცი შეფასება. ძალიან რთულია, მაგრამ ვეცდები. როდის შემაფასეთ, ან რატომ შემაფასეთ, თურმე ძალიან ცუდი ადამიანი ვარ. დამოუკიდებელ ქვეყანას კი არა, ცივილიზებულ სამყაროს არ ახსოვს სიტყვის გამო დაკავებული პოლიტიკოსი.

თქვენ მოგიტანეს ჩემი პოლიტიკური განცხადება და თქვენ ხართ ერთადერთი მოსამართლე დედამიწაზე, პოლიტიკური განცხადების, პოლიტიკური დაპირების გამო, რომ გაეცით ადამიანის დაკავების ორდერი, თუ რაც არის. იქნებ მოჩვენებითად მაინც, სხვებს უთხრათ მაინც, სასამართლო დამოუკიდებელიაო და საქმე აიცილოთ. მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, პოლიტიკური განცხადების გამო დააკავონ და იმიტომ, რომ არ "გევასებით" და უარყოფითი რაღაცები მაქვს, ციხეში გამიშვით. მომეცით 0,001% მაინც შანსი, რომ არსებობდეს სამართალი",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა