ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონებზე დაიხარჯება
თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის, „აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები
ირანი გემებისთვის ჰორმუზის სრუტის ომანის მხარის თავისუფლად გადაადგილების ნებართვის გაცემის საკითხს განიხილავს
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეიძინა
Partners must provide $60B in defense aid to Ukraine this year – Rutte

"მილიციას ამოფარებულო "ვაჟკაცებო". არაფერია თქვენში კაცური და ქრისტიანული" - არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია

09.09.2025 ნახვები: 525

"მილიციას ამოფარებულო "ვაჟკაცებო". არაფერია თქვენში კაცური და ქრისტიანული" - ამის შესახებ არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს და დღეს, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

არქიმანდრიტი პოლიციელებს მოუწოდებს აღიდგინონ ღირსება და დაამყარონ სამართალი, "ნუ გახდებით ხალხისთვის საძულველი რუსული მილიცია".

"ვინ ხართ? სად გაიზარდეთ ან საიდან მოხვედით? მილიციას ამოფარებულო "ვაჟკაცებო". არაფერია თქვენში კაცური და ქრისტიანული. ან ეს მილიცია რას დაემგვანა, ამ მთავრობის მხარდამჭერებს რანაირად მოგწონთ ეს. ვის გინდათ ასეთი ქალაქის მერი ან ასეთი მახინჯი ხელისუფალი. ნუ დარჩებით ცოდვაში და ნუ დაუჭერთ მხარს მოძალადე ხელისუფალს. ეს ოჯახის სიწმინდის დაცვაა თუ ქრისტიანობის? პოლიციელებო აღიდგინეთ ღირსება და დაამყარეთ სამართალი, ნუ გახდებით ხალხისთვის საძულველი რუსული მილიცია," - წერს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდა ჟურნალისტიც. 

"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ. 

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა