მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა
ლევან ხაბეიშვილი მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირებაზე - მდინარაძესთან იყო შეთანხმებული, ის გახდა „რკინის ხელი“ - ეს ივანიშვილის ისტერიკა იყო, ბოლო ჟამი დგას
General Staff: 195 combat clashes on front lines, most attacks repelled in Pokrovsk and Novopavlivka sectors
Russian army loses another 950 troops in war against Ukraine
National Guard soldiers destroy over 100 Russian ammo depots in one month
SBU destroyed over 2,000 Russian tanks since start of invasion
Ukraine launches state online platform using AI
Yermak discussed security guarantees for Ukraine with Rubio

"კახა კალაძეს ნერვებმა უმტყუნა" - თინა ბოკუჩავა

09.09.2025 ნახვები: 255

"კახა კალაძეს ნერვებმა უმტყუნა" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა და დღეს, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, "დღევანდელი ფიზიკური ანგარიშსწორების დავალება ცენტრალიზებულად არ იყო გაცემული" და კალაძემ პირადად გასცა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის დავალება, რათა "მან და მისმა შტაბის წევრებმა მშვიდად შეძლონ შტაბში შესვლა და გამოსვლა". 

"რა თქმა უნდა არანაირი გამოძიება, ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა ამ რეჟიმის პირობებში არ იქნება. მე სხვათაშორის დღევანდელ კადრებს როდესაც ვუყურებდი, ვფიქრობ, რომ დღევანდელი ფიზიკური ანგარიშსწორების დავალება ცენტრალიზებულად არ იყო გაცემული და კახა კალაძეს ნერვებმა უმტყუნა და შესაბამისად მან პირადად გასცა დავალება იმისთვის, რომ დაერბიათ მშვიდობიანი მომიტინგეები იმიტომ, რომ მან და მისმა შტაბის წევრებმა მშვიდად შეძლონ შტაბში შესვლა და გამოსვლა," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდა ჟურნალისტიც. 

"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ. 

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა