ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს მიერ გამოგზავნილ პასუხს შევაფასებთ
საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გიორგი ბაჩიაშვილს, 11-წლიანი პატიმრობის შეფარდების გამო, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა
გრიგოლ გეგელია - ცინიზმის მწვერვალია, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ თურმე, მათ გაგზავნეს ესა თუ ის ანგარიში ევროპულ კავშირში - ანგარიში, სავარაუდოდ, არის ცარიელი ფურცლების ერთობლიობა
ალეკო ელისაშვილი - კაცი, რომელიც 8 წელია თბილისის მერია, ახლა ამბობს, ტენდერს ვაცხადებ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის“ მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების გასაკეთებლადო
Over 150 Russian strikes hit Sumy region in 24 hrs, civilians injured
Ukrainian SOF destroy Russian radar at Saky airfield
Ukraine downs 76 of 86 Russian drones in overnight attack

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გიორგი ბაჩიაშვილს, 11-წლიანი პატიმრობის შეფარდების გამო, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა

01.09.2025 ნახვები: 202

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუუქმა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. კერძოდ, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ბაჩიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ვაჟა თოდუამ განაცხადა, ბაჩიაშვილს უკვე მისჯილი აქვს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ის არ საჭიროებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.

როგორც ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, ის პირველად დაეთანხმა ბრალდების მხარეს.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულები უნდა გამოეკვლიათ, თუმცა, ის გადაიდო.

პროცესს ესწრებოდა როგორც გიორგი ბაჩიაშვილი, ასევე მისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული შოთა ქარუმიძე.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

რაც შეეხება ქარუმიძეს, მას ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა