მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გიორგი ბაჩიაშვილს, 11-წლიანი პატიმრობის შეფარდების გამო, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა
გრიგოლ გეგელია - ცინიზმის მწვერვალია, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ თურმე, მათ გაგზავნეს ესა თუ ის ანგარიში ევროპულ კავშირში - ანგარიში, სავარაუდოდ, არის ცარიელი ფურცლების ერთობლიობა
ალეკო ელისაშვილი - კაცი, რომელიც 8 წელია თბილისის მერია, ახლა ამბობს, ტენდერს ვაცხადებ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის“ მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების გასაკეთებლადო
Over 150 Russian strikes hit Sumy region in 24 hrs, civilians injured
Ukrainian SOF destroy Russian radar at Saky airfield
Ukraine downs 76 of 86 Russian drones in overnight attack
Russia loses another 850 troops, 49 artillery systems in war against Ukraine
Von der Leyen on troop deployment in Ukraine: We have a clear road map, work is going very well

გრიგოლ გეგელია - ცინიზმის მწვერვალია, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ თურმე, მათ გაგზავნეს ესა თუ ის ანგარიში ევროპულ კავშირში - ანგარიში, სავარაუდოდ, არის ცარიელი ფურცლების ერთობლიობა

01.09.2025 ნახვები: 220

ცინიზმის მწვერვალია, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ თურმე, მათ გაგზავნეს ესა თუ ის ანგარიში ევროპულ კავშირში - წარმოუდგენელია, გაგზავნო ანგარიში, როდესაც არაფერი გაგიკეთებია, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიში, სავარაუდოდ, არის ცარიელი ფურცლების ერთობლიობა.

„იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს არცერთი რეფორმის მიმართულებით, რითაც მან პირდაპირი რისკის ქვეშ დააყენა უვიზო რეჟიმის დაკარგვა, ცინიზმის მწვერვალია, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ თურმე, მათ გაგზავნეს ესა თუ ის ანგარიში ევროპულ კავშირში. წარმოუდგენელია, გაგზავნო ანგარიში, როდესაც არაფერი გაგიკეთებია. ანგარიში, სავარაუდოდ, არის ცარიელი ფურცლების ერთობლიობა, ისეთივე ცარიელი და უშინაარსო, როგორიც არის "ქართული ოცნების" მომაკვდავი რეჟიმი“, - განაცხადა გეგელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა