მარტა კოსი - კრემლი უარს ამბობს მშვიდობაზე და ირჩევს ტერორს
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 48 ადამიანი
Russian massive attack: in Kyiv, victim toll climbs to 45, with eight fatalities
Russia’s attack on Kyiv claims eight lives, Zelensky says
War update: 139 combat engagements on frontline over past day, intense fighting in three sectors
Over 30 injured, four killed in combined Russian attack on Kyiv
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 880 over past day
Russia’s combined attack on Kyiv leaves 24 civilians injured, four killed, including minors

Amnesty International - საქართველოს ხელისუფლება თავის მოსახლეობის ადამიანის უფლებებს თავად უწყობს საბოტაჟს - ეს რეპრესიები უნდა დასრულდეს

28.08.2025 ნახვები: 208

საქართველოს ხელისუფლება თავის მოსახლეობის ადამიანის უფლებებს თავად უწყობს საბოტაჟს, ­- ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ადამიანის უფლებების "ეს რეპრესიები უნდა დასრულდეს".

"საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე ვიწროვდება. ხელისუფლებამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები გაყინა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა „საბოტაჟისთვის“, ბრალდებით, რომ მათ მომიტინგეებისთვის დამცავი აღჭურვილობა დააფინანსეს. წინა საქმეებისგან განსხვავებით, ამან შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების დაპატიმრება გამოიწვიოს.

დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების „საბოტაჟის მომწყობებად“ მოხსენიებით, ხელისუფლება ხელს უშლის მათ საქმიანობას და საშიშ გზავნილს უგზავნის სხვა პირებს, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავენ.

ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანობის შელახვით, საქართველოს ხელისუფლება თავად უწყობს საბოტაჟს თავის მოსახლეობის ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებების ეს რეპრესიები უნდა დასრულდეს", -ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა