საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის გახსნით მატჩში 28 აგვისტოს ესპანეთს ეთამაშება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
„ჯვაროსნებმა“ ესპანეთთან პირველი მატჩი ევრობასკეტი 2013-ზე ითამაშეს. მაშინ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში NBA-ს და ევროპის კალათბურთის თანავარსკვლავედი იყო თავმოყრილი – რიკი რუბიო, ხუან მანუელ კალდერონი, რუდი ფერნანდესი, მარკ გასოლი, სერხიო როდრიგესი, სერხიო ლული…
სადღეისოდ გუნდში თაობათა ცვლაა და სულ სხვა გუნდია. ეს ესპანეთი დაუმარცხებელი რომ არ არის, პორტუგალიასთან საკონტროლო მატჩშიც გამოჩნდა, თუმცა ისევე როგორც ბოლო წლებში, ამ ევრობასკეტზეც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.
პირენეელებს ბოლოს ევრობასკეტი 2022-ზე თბილისში ვეთამაშეთ და 64:90 დავმარცხდით. თუმცა ამ შეხვედრამდე ორიოდე თვით ადრე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – 2022 წლის 4 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანელებს ოვერტაიმში 82:76 სძლია.
ესპანეთთან ურთიერთშეხვედრებს 1:3-ს ვაგებთ.
ევრობასკეტი 2013
ჯგუფური ეტაპი
09.09.2013
საქართველო-ესპანეთი 59:83
17:17, 12:24, 10:21, 20:21
საქართველო: ცინცაძე (32წთ, 6ქ, 5პ), შერმადინი (25წთ, 10ქ, 4მ), ჰიკმანი (26წთ, 7ქ, 5მ), ფაცაცია (14წთ, 3ქ), სანიკიძე (24წთ, 8ქ, 4მ), მეტრეველი (16წთ, 4ქ, 4მ), ფხაკაძე (2წთ) სანაძე (24წთ, 7ქ, 3მ), ბურჯანაძე (5წთ, 2ქ), ლეჟავა (22წთ, 7ქ, 5მ), ცქიტიშვილი (9წთ, 5ქ, 3მ)
მსოფლიოს თასი 2023
შესარჩევი
29.11.2021
ესპანეთი-საქართველო 89:61
23:15, 24:16, 17:10, 25:20
საქართველო: მაზიაშვილი, ფევაძე, მაკფადენი (14ქ, 5მ, 5პ), ბურჯანაძე (14ქ), შერმადინი (21ქ, 9მ), ფხაკაძე (2ქ), ჯინჭარაძე (8ქ), ტურძილაძე (2ქ), კორსანტია, ბერიშვილი, ბაქრაძე.
მსოფლიოს თასი 2023
შესარჩევი
04.07.2022
საქართველო-ესპანეთი 82:76 დ.დ.
15:14, 22:17, 7:16, 23:20, 15:9
საქართველო: ანდრონიკაშვილი (17ქ), მაკფადენი (16ქ, 8პ), სანაძე (8ქ), შენგელია (12ქ, 10მ, 7პ), შერმადინი (18ქ, 5მ), ჯინჭარაძე (3ქ), ბურჯანაძე (3ქ), ბექაური (5ქ), ბოქოლიშვილი, ბაქრაძე (1ქ).
ევრობასკეტი 2022
ჯგუფური ეტაპი
03.09.2022
საქართველო-ესპანეთი 64:90
16:18, 15:22, 16:31, 17:19
საქართველო: ანდრონიკაშვილი (13ქ), მამუკელაშვილი (10ქ, 9მ, 3პ), ჯინჭარაძე (2ქ), მაკფადენი (6ქ), სანაძე (9ქ), ბერიშვილი (3ქ), შერმადინი (10ქ, 6მ), ბურჯანაძე (6ქ), ბექაური, ბოქოლიშვილი (5ქ), ცინცაძე, ბითაძე.
