თბილისის მერია - მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრთა მომსახურებას დღეიდან შეცვილი განრიგით განაახლებს
დონალდ ტრამპი - ღაზაში ომი მომდევნო რამდენიმე კვირაში დასრულდება
ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე - ესპანეთი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - პრეზიდენტი პუტინი თუ ფიქრობს, რომ დროის გაწელვა შეუძლია, ცდება
Ukrainian forces destroy Russian Solntsepyok system in Zaporizhzhia sector
Russian agent guides strikes on Odesa region while posing as woman
Russia spreading fake claim about Ukrainian soldiers killing woman and child in Pokrovsk
Frontline update: 136 combat clashes, heavy fighting in Pokrovsk sector

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - პრეზიდენტი პუტინი თუ ფიქრობს, რომ დროის გაწელვა შეუძლია, ცდება

26.08.2025 ნახვები: 226

პრეზიდენტი პუტინი თუ ფიქრობს, რომ დროის გაწელვა შეუძლია, ცდება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა ზაგრებში, ხორვატ კოლეგასთან, გორდან გრლიჩ-რადმანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვადეპულოს თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს, სწორედ ამიტომ ამზადებს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა პუტინზეა დამოკიდებული, დაამტკიცოს, რომ ნამდვილად მზადაა, იმუშაოს უკრაინაში ომში სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.

„როგორც ჩანს, ამასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს“, – განაცხადა ვადეპულმა და აღნიშნა, რომ კიევმა უკვე გადადგა ნაბიჯი წინ, როდესაც დათანხმდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

„ერთი რამ ცხადია: უკრაინელების გარეშე არანაირი მოლაპარაკებები არ ჩატარდება. ეს ჩვენი საერთო ევროპული დაპირებაა. უკრაინას შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის გაწევას“, – განაცხადა ვადეპულმა.

თავის მხრივ, გრლიჩ-რადმანმა აღნიშნა, რომ ხორვატია მხარს უჭერს მშვიდობას საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის გარეშე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა