Russia trying to disrupt Ukraine’s winter preparations – Zelensky
Norway intending to allocate USD 8.5B in aid to Ukraine in 2026
თამარ ჩერგოლეიშვილი - სუს-ის უფროსად კაცის კაცის კაცის კაცი დაინიშნა
თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება
8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს აქციას აანონსებს
სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური კვლავ პატიმრობაში დატოვა
თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა
თინა ბოკუჩავა - მდინარაძის სუს-ის უფროსობის დროს დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა

თინა ბოკუჩავა - მდინარაძის სუს-ის უფროსობის დროს დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა

25.08.2025 ნახვები: 218

მამუკა მდინარაძის სუს-ის ხელმძღვანელობით დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა საქართველოში – გამარჯვება ძალიან ახლოს არის და მას ქართველ ხალხთან ერთად მოვიტანთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „გვმართებს სიფრთხილე, სიფხიზლე და პასუხისმგებლობა უკანასკნელი ნაძირალას პირისპირ, რომელიც მთავარი დამსმენად გაამწესა ივანიშვილმა“.

„მამუკა მდინარაძე, რომელიც ბევრი სხვადასხვა ზედმეტსახელით არის ცნობილი უმრავლესობაში, თურმე იქადნება, რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც დაასრულებს პროტესტსაც და ოპოზიციასაც. სინამდვილეში, რაც ჩვენ დაზუსტებით ვიცით არის ის, რომ მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსობის დროს დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, სიფხიზლე და პასუხისმგებლობა უკანასკნელი ნაძირალას პირისპირ, რომელიც მთავარი დამსმენად გაამწესა ივანიშვილმა. ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ შიდა და გარე წნეხის სწორად სინქრონიზაციით, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავარ როლს ითამაშებს, გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ჩვენ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად მოვიტანთ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ 23 აგვისტოს განაცხადა, იმავე დღესვე, პრემიერ-მინისტრმა, მის შემცვლელად მამუკა მდინარაძე წარადგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა