ლევან ხაბეიშვილი - გდდ-ს თანამშრომლები ვარჯიშობენ, ივანიშვილს და მის დაჯგუფებას 4 ოქტომბრის ძალიან ეშინია - მინდა, მათ ვუთხრა: გაქვთ შანსი 200 000 დოლარი ჯილდო მიიღოთ, უბრალოდ ფარის დადება მოგიწევთ
Russia trying to disrupt Ukraine’s winter preparations – Zelensky
Norway intending to allocate USD 8.5B in aid to Ukraine in 2026
თამარ ჩერგოლეიშვილი - სუს-ის უფროსად კაცის კაცის კაცის კაცი დაინიშნა
თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება
8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს აქციას აანონსებს
სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური კვლავ პატიმრობაში დატოვა
თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა

თამარ ჩერგოლეიშვილი - სუს-ის უფროსად კაცის კაცის კაცის კაცი დაინიშნა

25.08.2025 ნახვები: 213

„ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „რეალურად, ისედაც მამუკა მდინარაძე მართავდა“.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სუს-ის ყოფილი უფროსი, ანრი ოხანაშვილი „მდინარაძის კაცი“ იყო.

„რეალურად, ისედაც მდინარაძე იყო სუს-ის უფროსი. ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილის გარშემო ყულფი დავიწროვდა. შესაბამისად, მას მოუწია ყველაფერი ჩამოეკიდებინა კობახიძეზე, რომელიც რობოტივით და უსიტყვოდ, ეჭვის გარეშე ასრულებს მის დავალებებს. კობახიძე ჩვეულებრივი სოციოპათია, აქედან გამომდინარე, მდინარაძე იყო ის ადამიანი, რომელიც ასეთ საქმეებს ალაგებდა და ოხანაშვილიც იყო მდინარაძის კაცი. როგორც ჩანს, ვერ დაიმორჩილა სისტემა. ადრე ლილუაშვილი მართავდა იმ სისტემას, რომელიც ბიძინასთან პირდაპირ შედიოდა. ახლა კაცის კაცის კაცის კაცი დაინიშნა. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გზა სწორია, ჩვენი გზა რეჟიმს ასუსტებს და ეს გზა უნდა გაგრძელდეს,“ - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ 23 აგვისტოს განაცხადა, იმავე დღესვე, პრემიერ-მინისტრმა, მის შემცვლელად მამუკა მდინარაძე წარადგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა