Russia trying to disrupt Ukraine’s winter preparations – Zelensky
Norway intending to allocate USD 8.5B in aid to Ukraine in 2026
თამარ ჩერგოლეიშვილი - სუს-ის უფროსად კაცის კაცის კაცის კაცი დაინიშნა
თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება
8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს აქციას აანონსებს
სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური კვლავ პატიმრობაში დატოვა
თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა
თინა ბოკუჩავა - მდინარაძის სუს-ის უფროსობის დროს დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა

სალომე სამადაშვილი - ველოდები, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე აქტიური მსჯელობა სექტემბრის ბოლოდან დაიწყება

25.08.2025 ნახვები: 231

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ელის, რომ სექტემბრის ბოლოს ევროკავშირში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხზე აქტიური მსჯელობა დაიწყება.

სამადაშვილი ასევე აცხადებს, რომ საშემოდგომოდ პოლონეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეული დროით მუშაობის უფლების შესაძლებლობასაც გააუქმებენ. მისი თქმით, ამ მიმართულებით საკანონმდებლო პროცესი პოლონეთში უკვე დაიწყო.

“სამწუხარო რეალობაა, რომ სექტემბერში ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი გააქტიურდება. დაწესებული იყო რვა პირობა იმისთვის, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ დაკარგოს. დღემდე არც ერთი ეს პირობა შესრულებული არ არის.

ამაზე მსჯელობას რაღაც პერიოდი დასჭირდება, მაგრამ ველოდები, რომ სექტემბრის ბოლოდან უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე აქტიური მსჯელობა დაიწყება. ასევე ველოდები, რომ შემოდგომაზე პოლონეთი და შესაძლოა სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ გარკვეული პერიოდით მუშაობის შესაძლებლობას გააუქმებენ.

სამწუხაროდ, არაფერი კარგი ჩვენ არ გველოდება! ეს არის შედეგი, რასაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ, როდესაც ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ყველა დავალებას ასრულებს და ქვეყნისა და მოქალაქეების დასავლეთისგან სრულ იზოლაციაში მოქცევას ცდილობს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა