ძლიერი საქართველო - ლელოს“ ცენტრალურ შტაბში მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ვიცე-მერობის კანდიდატთან, ალეკო ელისაშვილთან და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ნიკა ჩერქეზიშვილთან ერთად, დედაქალაქის რაიონულ საარჩევნო შტაბებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პარტიის ლიდერებთან რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებმა პროგრამული პრიორიტეტები და კამპანიის სამოქმედო გეგმა შეაჯერეს.
უსაფრთხოება, ჯანდაცვა და დასაქმება - ეს ის საკითხებია, რომელსაც „ძლიერი საქართველო - ლელო“ მუნიციპალურ არჩევნებზე მთავარ გამოწვევად აყენებს ქალაქების და სოფლების მომავალი განვითარებისთვის და „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად.