ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო, ბევრი რამ არის არალოგიკური და არგუმენტირებული - ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება, რომლებმაც ჩემზე იძალადეს,- ამის შესახებ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა აქტივისტმა ნინო დათაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, დათაშვილი დაეთანხმა შუამდგომლობასაც, რომელიც მანამდე მისმა უფლებადამცველმა დააყენა საქმის სხვა სასამართლოში გადატანის თაობაზე.
„ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო. ბევრი რამ არის არალოგიკური. შუამდგომლობა დაკავებაზე, ერთმა მოსამართლემ გამოუშვა, მეორემ წინასწარ პატიმრობაში გამიშვა, მესამემ პატიმრობაში დამტოვა, იძულებით ფსიქიატრიული ექსპერტიზა დამინიშნეს და ა.შ. მეც ვეთანხმები ადვოკატს. ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება, რომლებმაც ჩემზე იძალადეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მეც მინდა ვისარგებლო ამ უფლებით“, - განაცხადა ნინო დათაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.