„ეფ-ეს-ბე“ - ყირიმის ხიდზე უკრაინის სპეცსამსახურების ტერაქტის მცდელობა აღვკვეთეთ - ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილმა ავტომობილმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაკვეთა
სასამართლომ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდ
ადვოკატი - სასამართლოს რჩება ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოდ ცნოს
თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი მხარს უჭერს რუსეთს და სურს, რომ საქართველო დასუსტებული რუსეთის ნანგრევებში მოხვდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი არ უნდა დაჯილდოვდეს ამ ომში მონაწილეობისთვის
ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ალექსანდრ სირსკი - ფრონტზე სიტუაცია ძალიან რთულია
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

„ეფ-ეს-ბე“ - ყირიმის ხიდზე უკრაინის სპეცსამსახურების ტერაქტის მცდელობა აღვკვეთეთ - ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილმა ავტომობილმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაკვეთა

18.08.2025 ნახვები: 218

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„თვითნაკეთი, მაღალი სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილი უკრაინიდან რუსეთში ტრანზიტით, რამდენიმე ქვეყნის გავლით ჩავიდა. მან რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიაში, ზემო ლარსის საერთაშორისო საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაკვეთა და კერძო მძღოლის მიერ მართული ავტომობილით კრასნოდარის მხარეში უნდა გამგზავრებულიყო“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, ამის შემდეგ იგეგმებოდა ავტომობილის გადაცემა იმ ადამიანისთვის, ვინც მას ყირიმის ხიდზე გაატარებდა და „უნებლიე თვითმკვლელ ტერორისტად“ იქცეოდა.

„უკრაინელი ტერორისტების ხრიკების მიუხედავად, „ეფ-ეს-ბე“- მ მოახერხა მათი გეგმების ოპერატიულად გამოვლენა, „შევროლე ვოლტში“ შენიღბული ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და განეიტრალება და ყველა იმ პირის დაკავება, ვინც მისი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანაში მონაწილეობდა“, - აცხადებენ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში.

მათი ინფორმაციით, მომხარდზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და „დანაშაულის ყველა ორგანიზატორი და თანამონაწილე დაისჯება“.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებული არიან დანაშაულის თანამონაწილეები, მათ შორის მძღოლი, რომელმაც, უწყების მტკიცებით, არ იცოდა, რა ხდებოდა და შესაძლოა, „თვითმკვლელი ტერორისტი“ გამხდარიყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა