ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ალექსანდრ სირსკი - ფრონტზე სიტუაცია ძალიან რთულია
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია
Ukrainian forces repel 182 attacks in past day, enemy focuses on Pokrovsk sector
Zelensky arrives in Washington for meeting with Trump
Unmanned systems destroy Russia’s most advanced $4.5 M T-90M Proryv tank
Hidden unemployment rising in Russia's civilian sector – intelligence
Rubio says US and partners will discuss security guarantees for Ukraine

ალექსანდრ სირსკი - ფრონტზე სიტუაცია ძალიან რთულია

18.08.2025 ნახვები: 216

ფრონტზე სიტუაცია ამჟამად ძალიან რთულია, რუსეთის ფედერაცია შეტევით ოპერაციას აგრძელებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ამჟამად მტერი გადაჯგუფდება და კონცენტრირდება ორ მთავარ მიმართულებაზე. ეს არის პოკროვსკის მიმართულება, რომელიც რუსებისთვის გადამწყვეტი რჩება. ახლა მტერს თავისი ქვედანაყოფები სუმიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაჰყავს. ანუ ეს იქნება მეორე მიმართულება, სადაც მტერი აქტიური შეტევითი მოქმედებების დაწყებას გეგმავს“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ზაპოროჟიეს მიმართულებით დაბალი ინტენსივობის მოქმედებები გრძელდება, თუმცა ოკუპანტები ცდილობენ იქ ძლიერი დარტყმის მიყენებას, რაც ერთი წლის წინ იყო დაგეგმილი.

„გახსოვთ, რომ კურსკის ოპერაციამ უბრალოდ ჩაშალა მათი გეგმები“, - აღნიშნა სირსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა