All members of Coalition of the Willing agree that borders must not be changed by force - Zelensky
Russians made some concessions on all five regions – Witkoff
Trump announces 'big progress' in relations with Russia
Zelensky: Russia shows no signs that the trilateral meeting will take place
დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ევროპელი ლიდერები დაესწრებიან
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის კონსტიტუციით ტერიტორიების გაცვლა შეუძლებელია
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა უნდა გადაიქცეს ფოლადის ზღარბად, რომელიც დამპყრობლებისთვის მოუნელებელია
მელანია ტრამპი ვლადიმერ პუტინს - ჩვენი, როგორც ლიდერების პასუხისმგებლობა, დავიცვათ ბავშვები, სცილდება რამდენიმე ადამიანის კომფორტს

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა უნდა გადაიქცეს ფოლადის ზღარბად, რომელიც დამპყრობლებისთვის მოუნელებელია

17.08.2025 ნახვები: 227

უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, უკრაინა უნდა გადაიქცეს ფოლადის ზღარბად, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის მოუნელებელია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უნდა გვქონდეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, რათა დავიცვათ როგორც უკრაინა, ასევე ევროპის უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესები. უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე არანაირი შეზღუდვა არ შეიძლება დაწესდეს, იქნება ეს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა თუ სხვა მესამე ქვეყნების დახმარება - არანაირი შეზღუდვა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. როგორც ხშირად მითქვამს, უკრაინა უნდა გადაიქცეს ფოლადის ზღარბად, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის მოუნელებელია“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მიესალმებიან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების შექმნაში.

„“მსურველთა კოალიცია“, მათ შორის ევროკავშირი, მზადაა თავისი წილი შეასრულოს. ვიცით, რომ ევროპის დაცვა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პასუხისმგებლობაა და ჩვენ დიდი მონდომებით ვმუშაობთ ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესის დასაჩქარებლად და გასაფართოებლად. SAFE ინსტრუმენტის მეშვეობით, ჩვენ უზრუნველვყოფთ წევრი სახელმწიფოებისა და უკრაინის თავდაცვის საჭიროებების დაკმაყოფილებას და უკრაინის სამრეწველო თავდაცვის ბაზის გაძლიერებას. აქ განსაკუთრებით ვგულისხმობ დრონებს. ეს ჩვენს საერთო ინტერესებში შედის და ვაპირებ მომდევნო კვირების განმავლობაში წინა ხაზზე მყოფ წევრ სახელმწიფოებში გამგზავრებას“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კვლავ უჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, რაც, მისი თქმით, თავისთავად უსაფრთხოების გარანტიაა.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპა რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს.

„სანამ უკრაინაში სისხლისღვრა გაგრძელდება, ევროპა შეინარჩუნებს დიპლომატიურ და, კერძოდ, ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების გამკაცრებას. ჯერჯერობით 18 პაკეტი მივიღეთ და მე-19 პაკეტისთვის მზადებას ვაგრძელებთ. ეს პაკეტი სექტემბრის დასაწყისში იქნება წარდგენილი. ვიცით, რომ სანქციები ეფექტურია, ჩვენ უკვე გამოვიყენეთ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის სასარგებლოდ და გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთის ომის ეკონომიკაზე, რათა პრეზიდენტი პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა