All members of Coalition of the Willing agree that borders must not be changed by force - Zelensky
Russians made some concessions on all five regions – Witkoff
Trump announces 'big progress' in relations with Russia
Zelensky: Russia shows no signs that the trilateral meeting will take place
დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ევროპელი ლიდერები დაესწრებიან
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის კონსტიტუციით ტერიტორიების გაცვლა შეუძლებელია
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა უნდა გადაიქცეს ფოლადის ზღარბად, რომელიც დამპყრობლებისთვის მოუნელებელია
მელანია ტრამპი ვლადიმერ პუტინს - ჩვენი, როგორც ლიდერების პასუხისმგებლობა, დავიცვათ ბავშვები, სცილდება რამდენიმე ადამიანის კომფორტს

მელანია ტრამპი ვლადიმერ პუტინს - ჩვენი, როგორც ლიდერების პასუხისმგებლობა, დავიცვათ ბავშვები, სცილდება რამდენიმე ადამიანის კომფორტს

17.08.2025 ნახვები: 219

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „მშვიდობის წერილი“ მისწერა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დროა მსოფლიოში ბავშვები და მომავალი თაობები დაცულები იყვნენ.

Fox News Digital-მა ექსკლუზიურად მოიპოვა პირველი ლედის მიერ პუტინისთვის მიწერილი „მშვიდობის წერილი“, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის ლიდერს ალასკაში სამიტის წინ პირადად გადასცა.

Fox News-ის ცნობით, პუტინმა წერილი მიღებისთანავე, ამერიკული და რუსული დელეგაციების თანდასწრებით წაიკითხა.

„ძვირფასო პრეზიდენტო პუტინ. ყველა ბავშვს გულში ერთი და იგივე მშვიდი ოცნებები აქვს, იქნება ეს სოფელში, თუ დიდი ქალაქის ცენტრში დაბადებული ბავშვი. ისინი ოცნებობენ სიყვარულზე, შესაძლებლობებსა და უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მელანია ტრამპი ხაზს უსვამს, რომ ლიდერების პასუხისმგებლობა, მხარი დაუჭირონ ბავშვებს, რამდენიმე ადამიანის კომფორტს სცილდება.

„ჩვენი, როგორც მშობლების მოვალეობაა, ვიზრუნოთ მომავალი თაობის იმედზე. ჩვენი, როგორც ლიდერების პასუხისმგებლობა, დავიცვათ ბავშვები, სცილდება რამდენიმე ადამიანის კომფორტს. უდავოა, უნდა ვეცადოთ, რომ ყველასთვის ღირსებით სავსე მსოფლიო შევქმნათ - რათა ყველამ მშვიდობიანად გაიღვიძოს და მომავალიც იდეალურად იყოს დაცული. ბატონო პუტინ, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, მარტივი, მაგრამ ღრმა კონცეფცია არის ის, რომ თითოეული თაობის შთამომავლები ცხოვრებას სიწმინდით იწყებენ - უმანკოებით, რომელიც გეოგრაფიაზე, მმართველობასა და იდეოლოგიაზე მაღლა დგას“, - აღნიშნულია წერილში.

პირველი ლედი წერს, რომ დღევანდელ სამყაროში ზოგიერთი ბავშვი იძულებულია, ჩუმი სიცილით, მათ გარშემო არსებული სიბნელით, განახორციელოს ჩუმი წინააღმდეგობა იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ მათი მომავლის წართმევა.

„ბატონო პუტინ, თქვენ შეგიძლიათ აღადგინოთ მათი მელოდიური სიცილი. ამ ბავშვების უდანაშაულობის დაცვით, თქვენ მხოლოდ რუსეთს კი არა, თავად კაცობრიობას გაუწევთ სამსახურს. ასეთი თამამი იდეა ყველა ადამიანურ წინააღმდეგობას სცილდება და თქვენ, ბატონო პუტინ, შეგიძლიათ დღეს კალმის ერთი მოსმით განახორციელოთ ეს ხედვა. დროა“, - წერს მელანია ტრამპი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა