All members of Coalition of the Willing agree that borders must not be changed by force - Zelensky
Russians made some concessions on all five regions – Witkoff
Trump announces 'big progress' in relations with Russia
Zelensky: Russia shows no signs that the trilateral meeting will take place
დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ევროპელი ლიდერები დაესწრებიან
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის კონსტიტუციით ტერიტორიების გაცვლა შეუძლებელია
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა უნდა გადაიქცეს ფოლადის ზღარბად, რომელიც დამპყრობლებისთვის მოუნელებელია
მელანია ტრამპი ვლადიმერ პუტინს - ჩვენი, როგორც ლიდერების პასუხისმგებლობა, დავიცვათ ბავშვები, სცილდება რამდენიმე ადამიანის კომფორტს

ემანუელ მაკრონი - ჩვენ არ შეგვიძლია ტერიტორიულ დისკუსიებში მონაწილეობა უკრაინის გარეშე

17.08.2025 ნახვები: 213

ჩვენ არ შეგვიძლია ტერიტორიულ დისკუსიებში მონაწილეობა უკრაინის გარეშე. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებს ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ .

მაკრონის თქმით, ჯგუფმა ორ საათზე ცოტა მეტი ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელთა განხილვასაც ისინი ხვალ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს გეგმავენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მათ სურთ ტრამპს შეახსენონ, „რა აერთიანებს აშშ-ს, უკრაინას და ევროკავშირს“ .

„ჩვენ არ შეგვიძლია ტერიტორიულ დისკუსიებში მონაწილეობა უკრაინის წარმომადგენლების გარეშე.

ჩვენი გეგმაა, წარმოვადგინოთ ერთიანი ხაზი, გავიმეოროთ, ვინ არის მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის მხარეს“, - აცხადებს მაკრონი.

ასევე, მან უპასუხა კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, სურს უკრაინაში ომის დასრულება და განაცხადა: „არა“.

მაკრონი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინას ძლიერი არმია სჭირდება.

ასევე მან ისაუბრა უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტშიც და თქვა:

„თუ დღეს ძლიერები არ ვიქნებით, ხვალ ძვირს გადავიხდით“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა