All members of Coalition of the Willing agree that borders must not be changed by force - Zelensky
Russians made some concessions on all five regions – Witkoff
Trump announces 'big progress' in relations with Russia
Zelensky: Russia shows no signs that the trilateral meeting will take place
დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ევროპელი ლიდერები დაესწრებიან
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის კონსტიტუციით ტერიტორიების გაცვლა შეუძლებელია
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა უნდა გადაიქცეს ფოლადის ზღარბად, რომელიც დამპყრობლებისთვის მოუნელებელია
მელანია ტრამპი ვლადიმერ პუტინს - ჩვენი, როგორც ლიდერების პასუხისმგებლობა, დავიცვათ ბავშვები, სცილდება რამდენიმე ადამიანის კომფორტს

სტივ უიტკოფი - პუტინი დათანხმდა, აშშ-მა უზრუნველყოს უკრაინა უსაფრთხოების მყარი გარანტიებით

17.08.2025 ნახვები: 205

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა, აშშ-მა უზრუნველყოს უკრაინა უსაფრთხოების მყარი გარანტიებით.

კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ალასკაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, პუტინი დათანხმდა, რომ აშშ-მა უკრაინა უზრუნველყოს „უსაფრთხოების მყარი გარანტიებით, რასაც მე თამაშის წესების შეცვლას დავარქმევდი“.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ შეერთებულ შტატებს და სხვა ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ, ეფექტურად შესთავაზონ მე-5 მუხლის მსგავსი ფორმულირება უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა უიტკოფმა.

როგორც მედია წერს, პუტინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და უიტკოფი ამბობს, რომ ეს შეთანხმება შეიძლება იყოს ალტერნატივა, თუ „უკრაინელები ამას შეეგუებიან“.

უიტკოფი მიიჩნევს, რომ ორშაბათს ვაშინგტონში შეხვედრა პროდუქტიული იქნება.

როგორც ცნობილია ორშაბათს ვაშინგტონის შეხვედრაში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ევროპელი ლიდერები და ნატო-ს გენერალური მდივანი მიიღებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა