გიორგი სიორიძე - სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე პატიმრობაში დატოვა
ექსპერტებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ნიკა კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი
ადვოკატების ინფორმაციით, აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი სასამართლოში არ დაიკითხებიან, თუმცა საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ
თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, არც ანატოლი გიგაური, არც მზია ამაღლობელი, არც ნინო დათაშვილი და არცერთი სხვა პოლიტპატიმარი არ მოიხდის იმ პოლიტიკურ მსჯავრს, რომელიც სისტემამ გამოიტანა
დიდი ბრიტანეთის მთავრობა - კირ სტარმერისა და მარკ კარნის განცხადებით, მშვიდობა უკრაინასთან ერთად უნდა აშენდეს და არა მასზე თავსმოხვევით
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ძალაში დატოვაკრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
DIU drones strike Russia’s only rocket-grade helium factory, says source

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ძალაში დატოვაკრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა

12.08.2025 ნახვები: 214

სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორისთვის გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა.

საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორ ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 „ბ“ და 194 - 3 „გ“ ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა