ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ
183 clashes on frontline in 24 hours, most attacks are in Pokrovsk and Lyman sectors
Russian army loses 1,010 more soldiers in war against Ukraine
AFU switching to new type of camouflage
War update: 153 clashes on front lines, most Russian assaults concentrated in Pokrovsk sector
President announces new prisoner exchange, says work on lists ongoing
მზია ამაღლობელის განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
უკრაინული ძალებმა ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგური დაბომბეს

ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ

04.08.2025 ნახვები: 209

მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ აქტივისტს, ნინო დათაშვილს მისი უფლებადამცველი, თამარ გაბოძე რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მოინახულებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატმა აღნიშნა, ნინო დათაშვილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ.

„ახლა მივდივარ ნინო დათაშვილთან, რამდენიმე წუთში ვიქნები მასთან შეხვედრაზე. ჩემთვის ცნობილი არ არის, დღეს გადაიყვანენ თუ არა, რადგან სასამართლომ 30 დღე განსაზღვრა აღსასრულებლად, დღეს კი, მეხუთე დღეა. ვვარაუდობთ, რომ მას ექსპერტიზაზე დღეს ან ხვალ გადაიყვანენ. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, თუმცა სააპელაციო სასამართლოსგან ჩვენთვის ცნობილი არ არის, რა გადაწყვეტილებაა მიღებული“, - განაცხადა გაბოძემ.

მისივე განმარტებით, დათაშვილთან შეხვედრაზე ჯანმრთელობის მდგომარეობასა და დაცვის სტრატეგიაზე ისაუბრებს.

„ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ნინოს ხერხემლის შემოწმებას და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღებას ვითხოვთ. პენიტენციური დაწესებულებიდან მივიღეთ პასუხი, რომ ნინო რიგშია. მისთვის ამ დრომდე ეს საჭირო კვლევა არ ჩაუტარებიათ. პირველ რიგში, ამ საკითხის გარკვევას ვაპირებ და შემდეგი საკითხები, უკვე მის დაცვასთან დაკავშირებული იქნება“, - განაცხადა გაბაძემ.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, პროკურატურამ „სრულიად უსაფუძვლოდ, დათაშვილისთვის სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა“.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ განმარტა, რომ თავად დაცვის მხარემ წარადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა და ექსპერტიზის დანიშვნა მიზანშეწონილად ამიტომ ჩაითვალა. პროკურატურის განცხადების საპასუხოდ, ნინო დათაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ დათაშვილს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, რაც სიმპტომია და არა დიაგნოზი.

ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა