გიორგი ცინარიძე - ვასრულებ ჩემს პოლიტიკურ გზას „ევროპულ საქართველოში“ და ვიწყებ ახალ ეტაპს პარტია „ლელო საქართველოსთვის“-თან ერთად
ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის სპეციალისტები - ნინო დათაშვილს ემუქრება 20 დღით იძულებითი ფსიქიატრიული დაკვირვების ქვეშ ყოფნა მაშინ, როდესაც ემოციური ლაბილობა არ წარმოადგენს შეურაცხადობის დადგენის საფუძველს
ირაკლი კუპრაძე - ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო, ნათქვამია - უკვე ღიად ჩანს, რომ „ოცნების“ მთავარი და მგონი ერთადერთი სამიზნე, „ლელო“ გახდა
ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან მანქანა დაიწვა
სენატორი ლინდსი გრემი - პრეზიდენტი ტრამპი არც ობამაა და არც ბაიდენი, მასთან ხუმრობა არ შეიძლება
დონალდ ტრამპი - თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, სანქციებს დავაწესებთ
პროკურატურა - ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს - ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან

ირაკლი კუპრაძე - ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო, ნათქვამია - უკვე ღიად ჩანს, რომ „ოცნების“ მთავარი და მგონი ერთადერთი სამიზნე, „ლელო“ გახდა

03.08.2025 ნახვები: 231

ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო, ნათქვამია - უკვე ძალიან ღიად ჩანს, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, „ოცნების“ მთავარი და მგონი ერთადერთი სამიზნეც „ლელო - ძლიერი საქართველო“ გახდა, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მხრიდან „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა გაძლიერდება.

„ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო, ნათქვამია - უკვე ძალიან ღიად ჩანს, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, „ოცნების“ მთავარი და მგონი ერთადერთი სამიზნეც „ლელო - ძლიერი საქართველო“ გახდა. დღე არ გავა, რომ კონკრეტულად „ლელოს“ მისამართით „ოცნებამ“ცილისწამება და თავდასხმა არ სცადოს.

შეგახსენებთ, „ოცნება“ არის პარტია, რომელიც თავად აღიარებს, რომ არის ბოლომდე კორუმპირებული, ფულს შოულობენ ქოლ ცენტრებით, ნარკოტრეფიკით, კორუფციით და შემდეგ ამ ფულის გადანაწილებისთვის მაფიოზურად არჩევენ საქმეებს.

გასაგებია, რომ მათ სურთ ქართველი ხალხი დანებდეს, არ შეეშალოს ხელი მათ კორუფციაში, ნარკოტრეფიკში და ქვეყნისთვის მომავლის წართმევაში, მაგრამ „ლელო“ აპირებს, იბრძოლოს ბოლომდე.

ზუსტად „ლელოს“ ამ გადაწყვეტილებების და ქმედითი ნაბიჯების გამო ვხედავთ „ოცნების“ ისტერიკას „ლელოს“ წინააღმდეგ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდანაც მათ წინააღმდეგ ზეწოლა მხოლოდ გაძლიერდება და თბილისი აუცილებლად გახდება ევროპული დედაქალაქი!“, - წერს კუპრაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა