კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა
უკრაინული მედია: კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასშტაბური იერიში განხორციელდა, ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა
ტრამპი ადასტურებს, რომ თურქეთიდან დაბრუნებისას უსაფრთხოების მიზნით ფარულად შეცვალა თვითმფრინავი
მთავრობა საგზაო უსაფრთხოების ახალ რეფორმებს გეგმავს – მკაცრი წესები ახალბედა მძღოლებისთვის, უკანა სავარძელზე ღვედის სავალდებულო გამოყენება და „ალკოჰოლური ბლოკირების“ სისტემის დანერგვა
კობახიძე: „არავითარი „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რესპუბლიკა არ არსებობს“
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
გოჩა მირცხულავა - დადგით ბარემ ორჯონიკიძის ძეგლიც. ფორმალური ლოგიკა უკვე მზად გაქვთ
„როიტერი“: ყოფილი უკრაინელი ტყვეები და ოფიციალური კიევი რუსეთს სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების სისტემატურ წამებაში ადანაშაულებენ

თბილისში, ამაღლების ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა

ნახვები: 515 თბილისში, ამაღლების ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა

სოციალურ ქსელში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო ვრცელდება. ამავე ვიდეო მასალის მიხედვით, დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი მოქალაქე - სავარაუდოდ, ასაკით პენსიონერი მამაკაცი გონებას კარგავს.

ვიდეო პოლიციელის მიერ მოქალაქის დაკავების ამსახველი კადრით იწყება. ამ დროს დაკავებულს გამოესარჩლა მოქალაქე, რომელმაც პოლიციელს შემდეგი სიტყვებით მიმართა: - „მოვა დრო და მაგისთვის დედას გიტირებენ“. ვიდეოში ჩანს, რომ მასთან სამართალდამცავები მიდიან, ხელებს უკან უგრეხენ და ძალის გამოყენებით მის დაკავებას ცდილობენ. ამ დროს ეს უკანასკნელი ცუდად ხდება და სავარაუდოდ, გონებას კარგავს.

აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში მოქალაქე თამარ ბოჭორიძემ გაავრცელა, რომლის ინფორმაციით შემთხვევა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მოხდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა