Human Rights Watch - საქართველოს ხელისუფლება ახლად მიღებულ შემზღუდველ ზომებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად იყენებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა
ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს სახელწოდებით: „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“
აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავს დაარტყა, დაიღუპა 2 ადამიანი
არჩილ იაკობაშვილი: სურსათზე მაღალი ფასნამატს მიზეზეი - რუსეთზე დამოკიდებულება
გგიორგი ვაშაძე - რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია
გიორგი ვაშაძე - ჩავრთე ტელევიზორი და გამოაცხადეს, რომ 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირმა წარმატებით მოახერხა აშშ-თან თანამშრომლობა გრენლანდიასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიციის შენარჩუნებით

დევიდ ლემი - არ ვარ ინფორმირებული საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხს ყურადღებით განვიხილავ და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ

11.07.2025 ნახვები: 416

არ ვარ ინფორმირებული იმ საქმის დეტალების შესახებ, რომელსაც თქვენ საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით აყენებთ, მაგრამ ყურადღებით განვიხილავ მას და ამ საკითხებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ ბრიტანელი პარლამენტარის, ფილ ბრიკელის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ბრიკელმა საგარეო საქმეთა მინისტრს მოახსენა, რომ „საქართველოში, პრორუსული პარტია „ქართული ოცნების“ წამყვანი წევრები, სავარაუდოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს იყენებენ, რათა ფინანსური საიდუმლოების ფარდის მიღმა თავიანთი სიმდიდრე დაფარონ და გადამალონ“ და ჰკითხა, თუ რა სიგნალებს აგზავნის ეს მსოფლიოში.

დევიდ ლემიმ პასუხად აღნიშნა, რომ ეს „საშინელი სიგნალია“ და აღნიშნულ საკითხს ყურადღებით განიხილავს.

„ეს საშინელ სიგნალს გზავნის. ჩვენ ამ საკითხზე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებთან ვაგრძელებთ დისკუსიას და სერიოზულად ვართ განწყობილნი. სწორედ ამიტომ, მომავალ წელს უკანონო ფინანსებთან დაკავშირებით კონფერენციას გავმართავ. სწორედ ამიტომ ვთხოვე ქალბატონ მარგარეტ ჰოჯს, მხარი დაგვიჭიროს ამ საკითხის გადაჭრისა და საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანების მცდელობებში. დეპარტამენტის მხრიდან კიდევ ბევრი რამ არის მოსალოდნელი. მე არ ვარ ინფორმირებული იმ საქმის დეტალების შესახებ, რომელსაც თქვენ საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით აყენებთ, მაგრამ ყურადღებით განვიხილავ მას და ამ საკითხებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ“, - განაცხადა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა