Human Rights Watch - საქართველოს ხელისუფლება ახლად მიღებულ შემზღუდველ ზომებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად იყენებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა
ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს სახელწოდებით: „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“
აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავს დაარტყა, დაიღუპა 2 ადამიანი
არჩილ იაკობაშვილი: სურსათზე მაღალი ფასნამატს მიზეზეი - რუსეთზე დამოკიდებულება
გგიორგი ვაშაძე - რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია
გიორგი ვაშაძე - ჩავრთე ტელევიზორი და გამოაცხადეს, რომ 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირმა წარმატებით მოახერხა აშშ-თან თანამშრომლობა გრენლანდიასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიციის შენარჩუნებით

ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს - მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ?

11.07.2025 ნახვები: 426

მართლა მაინტერესებს, გუშინ მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ? - ამ სიტყვებით მიმართა ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ მისი საქმის მოსამართლეს, თამარ მჭედლიშვილს, რომელმაც გუშინ, აქციებზე დაკავებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

მისივე თქმით, „რეჟიმი სიმართლეს ვერასდროს დააბნელებს“.

„პირველ რიგში, სოლიდარობა საბა ჯიქიას, ვერასდროს რეჟიმი ვერ დააბნელებს სიმართლეს... ასევე აუცილებლად მინდა, შევეხო იმ თემას, რომელიც ჩემთვის, როგორც კოლეგისთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ 4 წელი გავიდა ჩემი კოლეგის, ჩემი მეგობრის, ჩემი კურსელის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან, რომელიც მოკლა რეჟიმმა.

ასევე სამძიმარი მინდა გამოვუცხადო, და გადაეცით აუცილებლად ყველანაირი ფორმით, ონისე ცხადაძის ოჯახს, რომლის მკვლელობამაც რეჟიმის მხრიდან ძალიან, ძალიან დამთრგუნა და ძალიან იმოქმედა.

მართლა მაინტერესებს, გუშინ მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ“, - განაცხადა კაციამ.

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა