ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
არჩილ იაკობაშვილი - რუსეთისთვის რომ სანქციები დაეწესებია საქართველოს 2022 წელს, განსაკუთრებით კაპიტალის მიმართულებით, გაცილებით უფრო მეტი კერძო კაპიტალი შემოვიდოდა რუსეთიდან ე.წ. "კარგი რუსების" მიერ
რეზოლუციის პროექტი - ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ
ტყიბულში, სოფელ კურსებში, მეწყერი ჩამოწვა
ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე
ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა - მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის
დაინიუს ჟალიმასი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა

ევრო2024 - ესპანეთის ნაკრებმა საფრანგეთი 2:1 დაამარცხა და ფინალში ითამაშებს

10.07.2024 ნახვები: 579

ევროპის ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. საინტერესო ბრძოლაში გამარჯვება და ფინალის საგზური ესპანელებს დარჩათ – 2:1. ისინი 14 ივლისს საჩემპიონო მატჩში ინგლისსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

ფაქტები

  • ესპანეთის ნაკრები ისტორიაში მეხუთედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და ტიტული სამჯერ აქვს მოგებული, ისევე როგორც გერმანიას.
  • ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც დიდ ტურნირზე (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი) გოლი აქვს გატანილი.
  • დანი ოლმომ საფრანგეთს გაუტანა და ევრო 2024-ის ბომბარდირთა სიაში გიორგი მიქაუტაძეს გაუთანაბრდა – მათ 3-3 გოლი აქვთ, ნიდერლანდელ გაკპოს, გერმანელ მუსიალასა და სლოვაკ შრანცთან ერთად.
  • საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გოლი ისე გაიტანა, რომ თერთმეტმეტრიანი და ავტოგოლი არ დაფიქსირებულა. აქამდე ფრანგებს ან პენალტის ნიშნულიდან ჰქონდათ გატანილი, ან ავტოგოლი მეტოქის ანგარიშზე დაფიქსირდა.

9′ წუთი. ესპანეთის ნაკრებმა მატჩი შეტევებით დაიწყო, თუმცა გოლი საკუთარ კარში მიიღო – მბაპეს ჩაწოდების შემდეგ კოლო მუანმა ანგარიში გახსნა.

21′ წუთი. ლამინე იამალმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა გულშემატკივარი, რომ მსოფლიოს ახალი ვარსკვლავი ეზრდება. 16 წლისა და 362 დღის ასაკში ესპანელი დიდ ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. მეორეა ბრაზლიელი პელე – 17 წლის და 239 დღის; მესამე – მექსიკელი მანუელ როსასი, 18 წლის და 93 დღის; მეოთხე – ესპანელი გავი, 18 წლის და 110 დღის.

25′ წუთი. იამალის გოლის შემდეგ ესპანეთმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა – დანი ოლმომ საჯარიმოში მეტოქე კარგად მოატყუა, დაარტყა და ვიდრე კარში შევარდებოდა, ბურთს კუნდე შეეხო.

თუმცა ამჯერად ავტოგოლი არ დაფიქსირდა – გოლი ოლმოს ჩაეთვალა. იგი ერთადერთი ესპანელია, რომელსაც დიდ შეჯიბრებაზე გოლი ზედიზედ სამ მატჩში აქვს გატანილი.

მეორე ტაიმში გუნდებმა უფრო მეტი ყურადღება დაცვას დაუთმეს, შესაბამისად, შეტევებს სიმწვავე მოაკლდა, უგოლოდ დასრულდა და ფინალის საგზური ესპანეთმა მოიპოვა.

1tv.ge

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა