ადვოკატი - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, აქვს მოძრაობის გაძნელება
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე ოპოზიციონერმა ის კი არ თქვა, 20 ივნისს შემოვუერთდებითო, არამედ მიშას მხარდაჭერილი აქციააო
War update: 237 combat engagements on front line over past day
ADF neutralizes 97 of 119 Russian drones overnight
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,260 over past day
G7 leaders agree to increase air defense deliveries to Ukraine
Ukraine's efforts pay off on all fronts – Costa
Trump willing to pressure Russia if G7 allies help with Iran – Politico

ეკა სეფაშვილი - ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ერთ-ერთ გამოწვევად საშინაო დემოკრატიებში უცხოური ძალების ჩარევა დაასახელა

02.04.2024 ნახვები: 650

წარმოიდგინეთ, ევროპაშიც იმდენად შეშინებულები არიან უცხო ქვეყნის ჩარევებით ეროვნულ დემოკრატიებში, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იყო, მან ერთ-ერთ გამოწვევად უცხოური ძალების მიერ საშინაო დემოკრატიებში ჩარევა დაასახელა. როგორც ჩანს, ეს ევროპის ქვეყნებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ქვეყანაში ხდება ლგბტ თემის ირიბი პროპაგანდა.

მისი განმარტებით, ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონი საფრანგეთმაც მიიღო, რომელიც უფრო მკაცრია, ვიდრე კანონი, რომლის მიღებაც საქართველოში იგეგმებოდა.

„შარშან, როდესაც გვინდოდა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, სწორედ ეს პირები იყვნენ საპროტესტო მოძრაობის ავანგარდში და ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ შუა რუსთაველზე, რადგან არ უნდოდათ თავიანთი ფინანსური რესურსების და წყაროების გამჟღავნება. ისინი აღუდგნენ წინ და საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში, რომ არ გამომჟღავნებულიყო, ვის დაკვეთას ასრულებდნენ. დღეს ნელ-ნელა გაირკვა რაღაცები. გავიგეთ, ნიკა გვარამიას ტელევიზიას რომ უცხოური დონორი აფინანსებს, რათა ირიბი ლგბტ პროპაგანდა აწარმოოს. თუნდაც, სასამართლოს სისტემის წინააღმდეგ აწეული კამპანია, რაც მშვენიერაძის და გიგაურის არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება და აშ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ სულ ახლახანს საფრანგეთმა მიიღო იგივე კანონი, თუმცა, გაცილებით მკაცრი, ვიდრე ჩვენ გვინდოდა მიღება. ამ კანონში წერია, რომ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ უნდა წარმოადგინოს ანგარიში, სადაც გაზომილი და შეფასებული იქნება ქვეყანაში უცხოური თანხებით განხორციელებული ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები. აქ საუბარია შედეგების გაზომვაზე და ჩვენ უბრალოდ ვითხოვდით მიზნობრიობის და თანხების რაოდენობის აღრიცხვას. ურსულა ფონ დერ ლაიენი როდესაც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იყო, მან ერთ-ერთ გამოწვევად უცხოური ძალების მიერ საშინაო დემოკრატიებში ჩარევა დაასახელა. როგორც ჩანს, ეს ევროპის ქვეყნებისთვისაც სერიოზული გამოწვევაა და ჩვენ ბრძოლა გვიწევს არა ცალკეული სისტემების დასაცავად, არა „ოცნების“ და მმართველი ხელისუფლების გადასარჩენად, არამედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გადასარჩენად. საუბარი ეხება არა ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ ქვეყნის მტრების წინააღმდეგ ბრძოლას. არ ვარ წინააღმდეგი, რომ ქვეყანაში რეალური და ჯანსაღი ოპოზიცია არსებობდეს, პირიქით, ეს არის კარგი ქვეყნისათვის, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს მტერი, მავნებელი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა